logo_geo
ცნობილი ადამიანების ნამდვილი პროფესიები, რომლებიც გაგაოცებთ!
- +

18 ივნისი. 2017. 23:07



ალბათ ბევრ თქვენგანს გინანიათ საკუთარი ნაბიჯები ცხოვრებაში და რომ იყოს შესაძლებელი დროის უკან დაბრუნება, ბევრ რამეს შეცვლიდით, თუნდაც პროფესიას.


ვიცით, რომ შოუბიზნესი არის „ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შოუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს „ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს.


არც ცნობილების ცხოვრებაა გამონაკლისი და მანამ, სანამ პრიალა იდეალებისგან შორს იყვნენ, მათაც ქონდათ ჩვეული ცხოვრება და დაეუფლნენ ცოდნას, რომლის წყალობითაც გააჩნიათ (ჩვენთვის აქამდე უცნობი) პროფესია და სწორედ დღევანდელ სტატიაში გამცნობთ.


ჩვენი ცნობილების, ჩვენთვის წარმოუდგენელი პროფესიები, რომლებიც გაგაოცებთ!



1. Angelina Jolie. (ანჯელინა ჯოლი) მსახიობს, პროდიუსერს, სილამაზის ეტალონსა და კეთილი ნების ელჩს ჩვენთვის წარმოუდგენელი პროფესია გააჩნია. ის არის დამკრძალავი ბიუროების სააგენტოების დირექტორი. იდეა, რომ ასეთი პროფესია აერჩია, პაპის დასაფლავების დღიდან გაუჩნდა, სადაც ძალზედ ცუდი ორგანიზება გაუწევია ერთ-ერთ ბიუროს.



2. David Duchovny. (დევიდ დუხოვნი) „FBI-ს მაცდური აგენტი" მანამ, სანამ მსახიობობას გადაწყვეტდა, ინგლისური ლიტერატურის ბაკალავრის ხარისხის დიპლომი მიიღო და დღესაც შეუძლია სტუდენტებს წაუკითხოს ლექციები.

 

 

 

3. Emma Watson. (ემა უათსონი) სანამ ის მსახიობი გახდა, წიგნების სიყვარულმა აიძულა ბრაუნის უნივერსიტეტში ინგლისური ლიტერატურის სპეციალობა დაემთავრებინა და ადრეული ასაკიდან რომ არ ჩაეთრია კინო ინდუსტრიას, შესაძლოა პედაგოგიც გამხდარიყო.



4. Eva Longoria. (ევა ლონგორია) მსახიობობამდე, გაგიკვირდებათ და ის იყო გატაცებული კინეზიოლოგიით. იცით კი რა არის კინეზიოლოგია? ეს არის მეცნიერება კუნთებისა და მოძრაობის შესახებ და ევას აქვს ხარისხი ამ სპეციალობით. რომ არ გამხდარიყო მსახიობი, ის დღეს ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი იქნებოდა თავის დარგში და ტრავმის შედეგად გადაადგილების უუნარო პაციენტებს ფეხზე დააყენებდა.




5. mik Dzhagger. (მიკ ჯაგერი) ჯგუფი Rolling Stones-ის სოლისტი მიკი სანამ მუსიკით დაინტერესდებოდა, სწავლობდა ლონდონის ეკონომიკის სკოლაში. რომ არა მუსიკალური კარიერა, დღეს ის კარგი ბუღალტერი იქნებოდა.



6. Ashton Kutcher. (ეშტონ კაჩერი) ჰოლივუდის ფილმების წყალობით ამ მომხიბვლელ მსახიობს დღეს მსოფლიო იცნობს, თუმცა წლების წინ ის აიოვას შტატის, ბიომედიცინის უნივერსისტეტში ინჟინერის ფაკულტეტზე სწავლობდა. რომ არა კინო ინდუსტრია, დღეს ის თეთრი პერანგით იჯდებოდა და მაღალტექნოლოგიურ პროთეზებს შექმნიდა.



7. Beyoncé. (ბიონსე) სიმღერა რომ არ დაეწყო, დღეს ბიონსე მშობლების საპარიკმახეროს ხელმძღვანელი გახდებოდა, რადგან ის ცნობილობამდე იქ მუშაობდა პარიკმახერად.



8. Morgan Freeman. (მორგან ფრიმენი) რომ არა მსახიობობა, დღეს ის წარჩინებული მფრინავი იქნებოდა რეაქტიულ (ისტრიბიტელი) თვითმფრინავზე. სკოლაში საშუალოს სრული კურსის დამთავრების შემდეგ ის ჩაირიცხა საჰაერო ძალებში, სადაც 4 წელი სწავლობდა, თუმცა მიხვდა რომ თავს ყველაზე კომფორტულად კამერების წინ გრძნობდა და არა თვითმფრინავის ილუმინატორში.



9. Tom kruz. (ტომ კრუზი) ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდით, რომ ტომ კრუზი კათოლიკე მღვდელი შეიძლება ყოფილიყო, მას სასულიერო სემინარია აქვს დამთავრებული. თუმცა სამსახიობო კარიერამ მეტი მოწონება დაიმსახურა მისი მხრიდან.

 

 

10. Barack Obama. (ბარაქ ობამა) აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი პოლიტიკოსად არ დაბადებულა, უწინ, თავი რომ ერჩინა ის ნაყინებს ყიდიდა და რომ არ გაემართლებინა ცხოვრებას, დღეს ნაყინების საკუთარი კაფე ან მაღაზია ექნებოდა.

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი