logo_geo
რა უნდა გავითვალისწინოთ საბავშვო ოთახის რემონტის დროს...
- +

18 ივნისი. 2017. 23:57



ბავშვები - ადამიანის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ ვცდილობთ მათ ყველაფერი საუკეთესო მივცეთ. საბავშვო ოთახის რემონტი თავის მხრივ, მთელ ყურადღებას და ნიუანსების გათვალისწინებას ითხოვს.



საბავშვო ოთახის რემონტის დროს უნდა გვახსოვდეს, რომ დეკორირებასა და ზონირებასთან ერთად მნიშვნელოვანია ბავშვის კომფორტსა და უსაფრთხოებაზეც ვიზრუნოთ. რამდენი ბავშვია ოჯახში? რამხელები არიან და რა არის მათი ჰობი? ამ კითხვებზე პასუხი რემონტზე დიდ ზეგავლენას ახდენს. ბავშვების ოთახი მრავალფუნქციურია: ეს საძინებელიცაა და სწავლისთვისა და თამაშისთვის განკუთვნილი სივრცეც. ყველაფერი რაც ბავშვის ირგვლივაა, მის ფსიქიკაზე გავლენას ახდენს: განათება, ფერთა გამა, ავეჯის განლაგება. ყველა მატერიის გამოყენება საბავშო ოთახში არ შეიძლება. თუ ოჯახში ერთზე მეტი ბავშვია, ოთახი სხვადასხვა სტილით გააფორმეთ. ერიდეთ ბზინვარე და ბრწყინვალე ნივთებს, როგორებიცაა: პრიალა მეტალი, მინა, სარკე. ამან შეიძლება ბავშვის ძილის დარღვევა გამოიწვიოს. საბავშვო ოთახი უმჯობესია დასავლეთით ან სამხრეთ მხარეს იდგეს. ის არ უნდა იყოს 6-8 მ²-ზე ნაკლები. სასურველია დაშორებული იყოს სამზარეულოსა და მისაღები ოთახისგან.



რაც შეეხება განათებას, უმჯობესი იქნება თუ მას ჭერზე დაამონტაჟებთ. გაითვალისწინეთ ინტერიერის დამატებითი დეტალებიც: სურათები, სამუშაო მაგიდა და სათამაშო ზონა. შუქის თამაშით ოთახის მოცულობის დარეგულირება შეგიძლიათ. მაგალითად, რეფლექტური სინათლე ოთახს ვიზუალურად უფრო დიდს გახდის. დააგეთ პარკეტის იატაკი. ამით დალაგების პრობლემას მარტივად მოაგვარებთ. თუ პატარა ბავშვი გყავთ, იატაკი აუცილებლად ლამინატის ან ლინოლეუმის უნდა იყოს. ამ უკანასკნელის შემთხვევაში იზოლირებული მატერია გამოიყენეთ. თუ ბავშვები შედარებით მოზრდილები არიან, იატაკს ნატურალური ხალიჩა გადააფარეთ. უმჯობესია მისი ზომა პატარა ან საშუალო იყოს. გირჩევთ, საბავშო ოთახში კედლებზე შპალერი გააკრათ. ეს უკანასკნელი მრავალფეროვანია და ხშირად შეესაბამება საბავშვო თემებს. შპალერი შეგიძლიათ ორ რიგად გააკრათ: იატაკიდან კედლის 1/3-ზე ერთი პატერნის მქონე შპალერი და მის ზემოთ - სხვა. თუ მაინც კედლების შეღებვა გირჩევნიათ, გამოიყენეთ აკრილის საღებავები. ისინი მზადდება წყალზე და მუშაობის პროცესში არ გამოყოფს სუნს. ასევე შეგიძლიათ საბავშო ოთახი სპორტული კომპლექსით აღჭურვოთ. ეს ბავშვის ფიზიკური განვითარებისთვის აუცილებელია. ეს შეიძლება იყოს შვედური კიბე, თოკები ან გიმნასტიკური რგოლი.




საბავშვო ავეჯის არჩევისას გაითვალისწინეთ, რომის უფროსების ავეჯისგან არა მარტო გაბარიტებით, არამედ პროპორციებითაც განსხვავდება. საბავშო ავეჯს არ უნდა ჰქონდეს მკვეთრი კიდეები, ის დიდი ნაწილებისგან უნდა შედგებოდეს და მარტივი ფორმის უნდა იყოს.


 


წყარო: http://metra.ge

 

 

 

big_banner
არქივი