logo_geo
ყველაზე იაფი კუნძულები საბერძნეთში, რომელთა შეძენაც 3,5 მილიონი დოლარიდან შეგიძლიათ
- +

19 ივნისი. 2017. 19:29



საბერძნეთში სხვადასხვა მონაცემებით 1500-6000 კუნძული მდებარეობს, თუმცა ზუსტი მათგან რამდენია სახელმწიფო საკუთრებაში არ არსებობს. ბრიტანულმა ქონების სააგენტომ „Knight Frank",-მა იმ კუნძულების სია გამოაქვეყნა, რომლის შეძენაც საბერძნეთში ყველაზე იაფად არის შესაძლებელი.


როგორც ცნობილი გახდა, ევროზონის მიერ საბერძნეთისთვის წაყენებულ ეკონომიკურ რეფორმებში ერთ-ერთი პუნქტი სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასაც ეხება. საპრივატიზაციო ნუსხაში შესაძლოა, საბერძნეთის კუნძულებიც მოხვდეს.


კუნძული კითნოსი ათენიდან საათნახევრის დაშორებით მდებარეობს. მისი ფასი 5,5 მილიონი დოლარია.



6 მილიონი დოლარია ნისოს სოფიას ფასი. კუძნული, იონიის ზღვაში მდებარეობს. ის კერძო საკუთრებაა.


 

ბრიტანულმა სააგენტომ კუნძლი სახელწოდებით, ლინარი სულ რაღაც 3,3 მილიონ დოლარად შეაფასა. კუნძული სულ 96 ჰექტარ მიწას მოიცავს და ის 384,451კვ.მ სიგრძისაა.



გაია - კუნძული 43 ჰექტარს მოიცავს. კუნძულს მეორენაირად მილიონერების მოედანსაც უწოდებენ, ის 6 ზონად არის დაყოფილი, სადაც ვილების განთავსებაა შესაძლებელი. კუნძული ბრიტანულმა კომპანიამ 3,3 მილიონ დოლარად შეაფასა.



კუნძული სტროგილოს ფასი 6 მილიონი დოლარია. ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძული კეთილმოწობილი არ არის, თუმცა ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე ის ინვესტორების დიდ ყურადღებას მიიპყრობს.

 

 

 

წყარო:georgians.gr


 

big_banner
არქივი