logo_geo
იუპიტერის მრავალფერი ღრუბლები - „ჯუნოს“ ახალი ფოტო
- +

20 ივნისი. 2017. 20:39



NASA-ს კოსმოსური ხომალდი „ჯუნო" შვიდი ახლო გადაფრენის შემდეგ იუპიტერს შედარებით მოსცილდა და 2017 წლის 19 მაისს, 46 900 კმ მანძილიდან პლანეტას კიდევ ერთი მომხიბვლელი ფოტო გადაუღო.


იუპიტერის სამხრეთ პოლუსის რეგიონის ამ თვალწარმტაცი ხედის გადაღებისას, ხომალდი სამხრეთ განედთან 65,9 გრადუსზე იმყოფებოდა.


დამუშავების შედეგად, ფოტოზე მომატებულია ფერები და ასახულია იუპიტერის შტრომული ატმოსფეროს საოცარი მრავალფეროვნება.


ფოტოს ზედა ნაწილში კარგად ჩანს „მარგალიტის ზონარის" სახელით ცნობილი ოთხი თეთრი, ოვალური შტორმი. საინტერესოა, რომ სარტყლის ზონის საზღვართან მოჩანს ნარინჯისფერი შტორმიც, პლანეტის სხვა შტორმები კი უფრო ნაღებისფრადაა გამოსახული.


 

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი