logo_geo
ვარსკვლავების ბობოქარი აკვანი - ჰაბლის ახალი ფოტო
- +

20 ივნისი. 2017. 23:02



ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებულ ამ ფოტოზე ასახულია კაშკაშა გაზისა და ბნელი მტვრის მორევი, რომელიც „ირმის ნახტომის" თანამგზავრ გალაქტიკა მაგელანის დიდ ღრუბელში მძვინვარებს.


ქარიშხლიან სცენაზე ასახულია ვარსკვლავთა ინკუბატორი N159, რომლის სიგანე 150 სინათლის წელიწადია. იგი HII რეგიონის სახელითაა ცნობილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მდიდარია იონიზებული წყალბადით. შეიცავს მრავალ ახალგაზრდა, ცხელ ვარსკვლავს, რომლებიც ინტენსიურ, ულტრაიისფერ შუქს გამოყოფენ, რაც ახლომდებარე გაზური წყალბადის მხურვალებასაც იწვევს. მიმოფანტული მატერიისაგან, მგრგვინავი ქარიშხლები გამოკვეთს ქედების, თაღებისა და ბოჭკოს ფორმის მახასიათებლებს.


კოსმოსური ღრუბლის გულში გაწოლილია პეპლის ნისლეული, პეპლის ფორმის ნისლიანი რეგიონი, რომელიც კარგად ჩანს ფოტოს მარცხენა ნაწილში. ეს კომპაქტური ნისლეული სავარაუდოდ მოიცავს ფორმაციის ძალიან ადრეულ ეტაპზე მყოფ მასიურ ვარსკვლავებს. პირველად ჰაბლმა იგი 1999 წელს გადაიღო.


ვარსკვლავთა აკვანი N159 დედამიწიდან 160 000 სინათლის წლითაა დაშორებული. გადაჭიმულია ტარანტულის ნისლეულის სამხრეთით, რომელიც თავის მხრივ, მაგელანის დიდ ღრუბელში მდებარე კიდევ ერთი ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონია.


 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი