logo_geo
„ჩვენ ერთი სისხლის ვართ - მე და შენ“ - მტაცებელთა ეტიკეტი
- +

22 ივნისი. 2017. 01:21



ინდოეთში საინტერესო შემთხვევაა დაფიქსირებული, როდესაც მშვიდად თანაარსებობენ ვეფხვები, ლეოპარდები და „წითელი ძაღლები". ყველა ეს მტაცებელი ცხოველი ველურ ღორზე და ირმებზე ნადირობენ, ამიტომ კონკურენტებად ითვლებიან. მაგრამ როგორც დაკვირვება ცხადჰყოფს, სამივეს შეუძლია მეგობრობა, უკიდურეს შემთხვევაში თავს არ ესხმიან ერთმანეთს.


ბუნების დამცველთა საზოგადოების (WCS) წარმომადგენელმა მეცნიერებმა ათობით სადამკვირვებლო კამერა გამოიყენეს და 2.5 ათასი ნაკრძალში მცხოვრები მტაცებლის ფოტოები გადაიღეს. კვლევის ავტორები თვლიან, რომ ცხოვრების პირობების და ნადავლის მიხედვით მტაცებლები ამა თუ იმ მეთოდებს იყენებენ იმისთვის, რომ ერთმანეთს წინ არ გადაეღობონ.


მაგალითად, ბხადრას ნაკრძალში, სადაც ნადავლი ყველას ყოფნის, „წითელი მგლები" დღისით ნადირობას ამჯობინებენ იმის გამო, რომ ღამის ვეფხვებს და ლეოპარდებს არ გადაეყარონ.


საიდ კარანტა, WCS-ს დირექტორი და მოცემული კვლევის ავტორი ყვება: „ჩვენ გაოგნებულები ვიყავით როდესაც ვნახეთ, რომ ყველა სახეობა ადაპტაციას გადის იმისთვის, რომ გვერდიგვერდ იცხოვრონ კონკურენტებთან ერთად და ამისთვის ისინი არჩევენ სხვადასხვა საცხოვრებელ ადგილს, ნადირობის სხვადასხვა დროს და უპირატესობას ანიჭებდნენ სხვადასხვა ზომის მსხვერპლს".


მეცნიერების აზრით იმის გაგება, თუ როგორ შეუძლიათ ცხოველებს მსგავსი კომპრომისების პოვნა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს იშვიათი და გადაშენების პირას მდგარი სახეობების შენარჩუნებისთვის, მითუმეტეს მათი საცხოვრებელი არეალის შემცირების პირობებში.


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი