logo_geo
„რომ არ ვიყო ის ვინც ვარ, ერთი უსაქმური, მაგრამ ბედნიერი ვიგინდარა ვიქნებოდი“
- +

2 დეკემბერი. 2016. 03:26


ალენ სტიუარტ კონინგსბერგი, რომელსაც მთელი მსოფლიო ვუდი ალენის სახელით იცნობს, 1935 წელის 1 დეკემბერს ნიუ იორკში დაიბადა. ებრაელი ბიჭის ბავშვობას ბედნიერი ნამდვილად არ ეთქმოდა, მისი მშობლები ერთად არ ცხოვრობდნენ და დედასთან ცუდი ურთიერთობაც კი ჰქონდა. ნიუ იორკი, ებრაელები და ურთიერთობის სირთულეები - ეს მომავალი რეჟისორის ფილმების დასაყრდენი გახდა. ვუდი ალენის ნამუშევრების უმეტესობა, მისი ბიოგრაფიის ილუსტრაციას ჰგავს. მთავარ პერსონაჟებს ადრეულ წლებში რეჟისორი თითქმის ყოველთვის თვითონ თამაშობდა, ახლა კი სხვა მსახიობებს ათამაშებს „ვუდი ალენს".


ვუდი ალენი აღიარებულია, როგორც ძალიან საინტერესო პიროვნება. გთავაზოთ, მისი ინტერვიუებიდან რამოდენიმე ამონარიდს:


 

მსახიობები ჩემთან გადასაღებად, უსაქმურობის გამო მოდიან. დაამთავრებენ გადაღებას მაგალითად სპილბერგთან, კოპოლასთან, მიიღებენ თავის მილიონებს და შემდეგ ფორმა რომ არ დაკარგონ, ჩემს შეთავაზებაზე თანხმდებიან.

 

რას სვირინგს გავიკეთებდი? ალბათ „დედას".

 

რომ არ ვიყო ის ვინც ვარ, ერთი უსაქმური, მაგრამ ბედნიერი ვიგინდარა ვიქნებოდი. ვივლიდი მუზეუმებში, ქუჩებში, პარკებში ვიხეტიალებდი, შემდეგ სახლში დავბრუნდებოდი და ჩემს ცოლთან ვისაუბრებდი, შემდეგ ფული დამჭირდებოდა და ისევ გადაღებას დავუბრუნდებოდი.

 

იცით რა განსხვავებაა ტრაგედიასა და კომედიას შორის? კომედიაში ადამიანები ეძებენ საშუალებას, რომ ტრაგედია დაძლიონ ტრაგედია პირიქით. კომედია ლეიკოს მაგონებს, ღია ჭრილობაზე რომ იკრავ. ასე არ ჯობია, ვიდრე ფეხებგადატყავებულმა იარო?

 

ჩემი ყველაზე აუტანელი თვისება? 24 საათი ვწუწუნებ, დაუსრულებლად.

 

ვისთან ვისადილებდი რომ შემეძლოს? არავისთან.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი