logo_geo
იაკობ ჯუღაშვილი სტალინის ამერიკელი შვილიშვილის შესახებ
- +

2 დეკემბერი. 2016. 14:35




რუსეთის ინტერნეტსივრცე დაიპყრო სტალინის შვილიშვილის კრის ევანსის უჩვეულო ფოტომ - დახეულ „კოლგოტკებში", უცნაური ვარცხნილობით, მოხატული სახითა და ხელებზე ტატუებით. ეს რომ სტალინს ენახა!!!


თუმცა, გაჩნდა ეჭვიც, არის კი ნამდვილად საბჭოთა ბელადის შვილიშვილი ფოტოზე გამოსახული ქალი? რადიოსადგურ „Говорит Москва"-ს კითხვებზე სტალინის შვილიშვილმა განაცხადა, რომ ფოტოსესია თემატურია და მან ცნობილი ინგლისური კომიქსების პერსონაჟი „თანკ გირლ" განასახიერა. ფოტოს აქვს წარწერაც: „კრის ევანსი, სტალინის ღვიძლი შვილიშვილი, სვეტლანა ალილუევას ქალიშვილი, პორტლენდი, აშშ". ფოტოზე ნამდვილად სვეტლანა ალილუევასა და უილიამ პიტერსის შვილი ოლგაა, რომელიც 1973 წელს ამერიკაში დაიბადა და მოგვიანებით ჯერ სახლი შეიცვალა, მერე - გვარი და გახდა კრისტინა ევანსი.


გარკვეული ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელი გახდა სტალინის შვილთაშვილ იაკობ ჯუღაშვილთან სატელეფონო საუბრისას (იაკობი, სტალინის უფროსი ვაჟის იაკობის შვილიშვილია):


- ოლგას შევხვდი 80-იან წლებში, როდესაც დედასთან ერთად საბჭოთა კავშირში ჩამოვიდა და თითქმის 2 წელი აქ იცხოვრა. მაშინ 13 წლის იყო... რამე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს ვერ ვიხსენებ. რაც შეეხება ფოტოს, ეს ჩემთვის ახალი არ არის, ჯერ კიდევ გასულ წელს ვნახე პორტლენდის ერთ-ერთ გაზეთში.

 

- არ გაგაკვირვათ ოლგას გარეგნობამ?


- სავარაუდოდ, არა. მას ხომ ვინტაჟური მოდის მაღაზია აქვს.


ამას გარდა, ადრეც წამიკითხავს მისი ინტერვიუები, სადაც ამბობს, რომ აღმოსავლური სპეციფიკა იტაცებს და ბუდიზმით დაინტერესდა...


მიუხედავად ამისა, გარკვეული შეუსაბამობა, როგორც ეთიკური, ისე იდეოლოგიური, ამ ფოტოსესიაში მაინც იგრძნობა.


საქმე იმაში არაა, რომ კამერების წინ 50-ს მიღწეული ქალი ზედმეტად თამამად გამოიყურება. უჩვეულოა პისტოლეტ-ავტომატები, თუნდაც სათამაშო, მის არსენალში, რადგან ასეთი აგრესიული სტილი არანაირად არ ჯდება ბუდიზმის კანონებში. თუ გვიხსენებთ, რომ ახალგაზრდობაში ოლგა-კრისტინა კემბრიჯის კვაკერთა სკოლა-ინტერნატში სწავლობდა, ხოლო კვაკერების საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა, გამოდის, რომ თანამედროვე ოლგას ძველი ჩვეულებები მივიწყებია, ან უბრალოდ, რატომღაც გადაწყვიტა ჩვეულების საწინააღმდეგოდ მოქცეულიყო.

 

 

 

 

 

 

 


 

right_banner big_banner
არქივი