logo_geo
ყველაზე მაღალი „IQ“-ელები
- +

2 დეკემბერი. 2016. 15:51


 

ინტელექტის კოეფიციენტი, ანუ IQ ადამიანის ინტელექტის დონის რაოდენობრივი შეფასებაა. ის აღნიშნავს ინდივიდის ინტელექტის დონის შეფარდებას, იმავე ასაკის საშუალო სტატისტიკური ადამიანის ინტელექტის დონესთან.



დელფიმ" შეადგინა იმ ადამიანთა სია, რომელთა გონებრივი მონაცემები და ინტელექტის დონე ადამიანთა უმრავლესობისგან მკვეთრად განსხვავდება.

 


1.მერილინ ვოს სავანტი (დაბ. 1946 წ.) - ამერიკელი მწერალი, დრამატურგი და ჟურნალისტი. მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც მსოფლიოში ყველაზე მაღალი IQ-ს მქონე ადამიანი.



2. კიმ პიკი (1951-2009 წ.წ.)- ამერიკელი მეცნიერი, რომელიც ფენომენალური მეხსიერებით იყო ცნობილი. ის წაკითხული ინფორმაციის 98%-ს იმახსოვრებდა და წიგნის ერთი განშლის (ორი გვერდის) წასაკითხად, 8-10 წამი ჰყოფნიდა. სიცოცხლის მიწურულს, მეხსიერებაში ინახავდა დაახლოებით 12 ათას წიგნში ამოკითხულ მასალას. მას შემდეგ კი, რაც ფორტეპიანოზე დაკვრა შეისწავლა, ცნობილი ნაწარმოებებიდან ნაწყვეტებს, ზოგჯერ კი მთელ პარტიებს მეხსიერებით აწყობდა და უკრავდა.



3. დენიელ ტამეტი (დაიბ. 1979 წ.) - ბრიტანელი მეცნიერი. მას შეუძლია გონებაში აწარმოოს რთული მათემატიკური გამოთვლები ასნიშნა რიცხვებით და ერთ კვირაში შეისწავლოს ნებისმიერი უცხო ენა. ამჟამად იცის 11 ენა. ზეპირად დაასახელა 22 514 ციფრი, რომელიც რიცხვ პი-ში მძიმის შემდეგ მოდის.



4. ალბერტ აინშტაინი (1879-1955 წლები) - ამ გერმანელ ფიზიკოსს არაერთხელ უწოდეს „გენიალური ტვინი", ხოლო მისი სახელი კაცობრიობის არსებობის მანძილზე 10 ყველაზე ჭკვიანი ადამიანის ნუსხაშიც მოიხსენიებოდა. ყველაზე მეტად ცნობილია როგორც ფარდობითობის თეორიის ავტორი. საერთო ჯამში კი მას, ფიზიკაში 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი აქვს შექმნილი.



5. არნან ფერნანდესი (დაიბ. 1995 წ.) - ინგლისელი ვუნდერკინდი. კემბრიჯის უნივერსიტეტის ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტი. საშუალო განათლების ატესტატი 5 წლისამ მიიღო. ის ღია ეთერში გაეჯიბრა მათემატიკის ცნობილ პოპულარიზატორს ჯონ ბოლს დიდი მთელი რიცხვებიდან მეხუთე ხარისხის ფესვის ზეპირად ამოღებაში და მოუგო კიდეც.



6. უილიამ ჯეიმს სიდისი (1898-1944 წ.წ.) - ამერიკელი ვუნდერკინდი, რომელსაც უნიკალური მათემატიკური და ლინგვისტური უნარები ჰქონდა. სიდისმა დაახლოებით 40 ენა იცოდა. მან წერა ერთი წლის ასაკში ისწავლა, ოთხი წლისა კი, ჰომეროსს დედანში კითხულობდა.  4-დან 8 წლამდე 4 წიგნი დაწერა, მათ შორის - ერთი მონოგრაფია ანატომიაში, 16 წლისამ კი, წარმატებით დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი.



7. კიმ უნგ-იონგი (დაიბ. 1962 წ.) - კორეელი გენიოსი. ის, როგორც ყველაზე მაღალი IQ-ს პატრონი, გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. 4 წლის ასაკში ბიჭუნა უკვე კითხულობდა იაპონურ, კორეულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე, 3-დან 6 წლამდე უნივერსიტეტის სტუდენტი გახლდათ, ხოლო 7 წლის ასაკში NASA-ში მიიწვიეს სამუშაოდ. 90-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი, ამჟამად კორეის უნივერსიტეტში მუშაობს.



8. გრეგორი სმიტი (დაიბ. 1990 წ.) - კითხვა 2 წლის ასაკში ისწავლა, 10 წლისამ უნივერსიტეტში ჩააბარა.  14 თვის იყო, როდესაც მათემატიკურ ამოცანებს ხსნიდა. 2 წლის ასაკში უფროსებზე უკეთ იცოდა გრამატიკა, 5 წლის სმიტი კი ბაღში მეგობრებს ფოტოსინთეზს უხსნიდა. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ის არამარტო ზუსტ მეცნიერებებს ეუფლებოდა, არამედ მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა როგორც ბავშვთა უფლებების დამცველი აქტივისტი.



9. აკრიტ იასვალი (დაიბ. 1993 წ.) - ინდოეთის ყველაზე ჭკვიანი ადამიანი. 2000 წელს შემთხვევით გააკეთა თავისი პირველი „ქირურგიული" ოპერაცია - სპეციალური ცოდნის არქონის მიუხედავად, მეზობლის გოგონას, რომელსაც დამწვრობის გამო არ შეეძლო მუშტის გაშლა, თითების მოძრაობის საშუალება დაუბრუნა. ახლა ის ინდოეთში ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტი მედიკოსია.



10. მაიკლ ევინ კირნი (დაიბ. 1984 წ.) - ყველაზე ახალგაზრდა უნივერსიტეტდამთავრებულია - მან 10 წლის ასაკში არქეოლოგიის ბაკალავრის ხარისხი მიიღო. 17 წლიდან კი უნივერსიტეტში ასწავლის. მაიკლი მსოფლიომ გაიცნო თამაშ „გოლდ რაშ"-ში გამარჯვების შემდეგ, რომელშიც მან მილიონი დოლარი მოიგო.



 

right_banner big_banner
არქივი