logo_geo
დავით მაღრაძე: ჯანი ბუკიკიოს ლოგიკით, ყველაზე ღრმა კრიზისში აშშ იმყოფება
- +

13 ივლისი. 2017. 17:09


პოეტმა დავით მაღრაძემ „საერთო გაზეთთან" ინტერვიუში ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიოსთან დაკავშირებით ისაუბრა და მის მიერ საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება შეაფასა.

 

„ბატონი ბუკიკიო ვენეციის კომისიას 2009 წლიდან ხელმძღვანელობს. მან დადებითი დასკვნა დაწერა საქართველოს კონსტიტუციის ერთ კაცზე მორგებაზე. მაშინ არ მახსოვს მისი მხრიდან იმედგაცრუება, ან გულდაწყვეტა, ან მკაფიო შენიშვნები. თუ მასში ახლანდელი ცვლილებები რაღაც ნიშნით იმედგაცრუებას იწვევს, მაშინ 2009 წელს მის მიერ მოწონებული კონსტიტუცია დარჩეს ძალაში და დამერწმუნეთ, უფრო დიდ საჩუქარს ხელისუფლებას მმართველობის გახანგრძლივების კუთხით, ვერავინ გაუკეთებს. უბრალოდ, ამ შემთხვევაში, ხელისუფლებამ მოსახლეობაზე იფიქრა და არა საკუთარი თავის ხელისუფლებაში გახანგრძლივებაზე და გადაწყვეტილებებიც სწორედ მოსახლეობის სასარგებლოდ მიიღო. როდესაც პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემაზე ვსაუბრობთ, ვენეციის კომისიის თავმჯდომარის აზრით, თუ მაჟორიტარული სისტემა საერთოდ ანაქრონიზმია და ერთადერთი პროგრესი და ცივილურობა პროპორციული სისტემაა, ამ ლოგიკით, მაშინ ყველაზე ღრმა კრიზისში აშშ იმყოფება. იქ მაჟორიტარული არჩევნები არავის გაუუქმებია. ბრიტანეთი კი, მაჟორიტარული არჩევნების გამო, საერთოდ პოლიტიკურ ჩიხში ყოფილა შესული. აი, ასეთ აბსურდულ, ათმაგ სტანდარტებთან გვაქვს საქმე, როცა ასეთ საპასუხისმგებლო პედესტალიდან ისეთი უპასუხისმგებლო განცხადებები ისმის, რაც ბუკიკიომ გააკეთა. თუმცა, მერე, მან თავისი განმარტებები გამოასწორა და განაცხადა: საქართველოს კონსტიტუციურ ცვლილებებს იმედიანად ვუყურებო", - განაცხადა დავით მაღრაძემ.



 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი