logo_geo
დავით მაღრაძე: ბიძინა ივანიშვილმა ეს ავტორიტეტი, საკუთარ ოჯახთან ერთად, თავად შექმნა
- +

14 ივლისი. 2017. 00:40


 

„ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ათასგვარი ჭორი ვრცელდება - ხან ავადა არისო, ხან პოლიტიკაში ერევა, ხან არაო. ერთი სიტყვით, ეს ყველაფერი რომ შევკრიბოთ, გამოვიტანთ დასკვნას, თუ რა აღიზიანებთ ჭორების გამავრცელებლებს", - ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ „საერთო გაზეთთან" ინტერვიუში ისაუბრა.

 

„საზოგადოების მცირე, უამომრჩევლო ნაწილი, რომელთაც მოსახლეობასთან არა და ერთმანეთთან აქვთ კავშირი, აღშფოთებულია იმით, თუ რატომ აქვს ივანიშვილს საქართველოში ამხელა გავლენა. დიახ, ვაღიარებ, რომ ივანიშვილი საქართველოში უდიდესი გავლენით სარგებლობს, რომელიც მისი პიროვნების ავტორიტეტითაა განპირობებული. პიროვნების ავტორიტეტი, ზოგადად, მისი ცხოვრების წესით იქმნება. ბიძინა ივანიშვილმა ეს ავტორიტეტი, საკუთარ ოჯახთან ერთად, თავად შექმნა. ყველა მოქალაქეს აქვს ასპარეზი ჰქონდეს ავტორიტეტი და ამან განაპირობოს მისი გავლენა, სიტყვის ამპლიტუდა, მასშტაბი, ვინ ენდობა მის სიტყვას, ვის სჯერა და ა.შ. ახლა, რა ქნას ივანიშვილმა - რამე უნდა დააშავოს, რომ ამ გავლენამ დაიკლოს თუ რას სთავაზობენ? უნდა გააფუჭოს რამე, ხალხი გაამწაროს თუ რა ქნას? ეს მისი ცხოვრების წესით მოპოვებული ავტორიტეტია. მათაც იმ მორალური პრინციპებით იცხოვრონ, რითაც ბატონი ბიძინა ცხოვრობს და ექნებათ ავტორიტეტი. აქვე, გააჩნია რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს საზოგადოება. ჩვენს ქვეყანაში ივანიშვილს აქვს ავტორიტეტი იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ხალხი მარადიული ღირებულებების მიმართ გულგრილი არაა, ეს მათთვის ძვირფასია. არის ქვეყნები, სადაც ასეთ ხალხს ავტორიტეტი და გავლენა არ აქვს, სადაც მაგალითად, ერთნაირსქესიანთა ქორწინება არის უპირველესი ღირებულება. იმედი მაქვს, ჩვენს ქვეყანაში ეს უპირველესი ღირებულება არასდროს იქნება.

 

ხალხი, ვინც ბიძინა ივანიშვილს საყვედურობს და მისი არსებობა ვერ გადახარშა, თავისდაგაუცნობიერებლად ემართლება მას თუ რატომ აქვს ავტორიტეტი, რატომ იცხოვრა ასე და თავად რატომ არ აქვთ ეს ავტორიტეტი. ისინი ძალიან უსუსურ მდგომარეობაში იყენებენ თავს, როცა ადამიანს საყვედურობენ - შენ რატომ გაქვს ავტორიტეტი და მე რატომ არ მაქვსო. ივანიშვილს რას ემართლებიან, ჰკითხონ დედ-მამას, პედაგოგებს, საკუთარ თავს. პასიხო საკუთარ პიროვნებაში და ბიოგრაფიაში ეძიონ", - განაცხადა დავით მაღრაძემ.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი