logo_geo
ირაკლი მეზურნიშვილი: კრედიტები ავიღოთ ლარში!
- +

4 დეკემბერი. 2016. 00:42



ჩვენ ეროვნულ ვალუტას ნამდვილი სტატუსი უნდა დავუბრუნოთ. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ კრედიტები ავიღოთ ლარში", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა ტელეკომპანია „პირველის" ეთერში განაცხადა.


მისი შეფასებით, ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი, ლარიზაციის პროცესი დაიწყო. მეზურნიშვილი მნიშვნელოვანს უწოდებს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც 2017 წლის პირველი იანვრიდან 100 000 ლარამდე კრედიტი ლარში გაიცემა, 2018 წლის იანვრიდან კი ლარში კრედიტები 200 000 ლარამდე გაიცემა.


ეს ნიშნავს იმას, რომ საგარეო ფაქტორებზე ისე აღარ იქნება დამოკიდებული შიდა პროცესები. ეს არის სისტემური ხასიათის და ეს პროცესი ჩვენ საბოლოო ჯამში გაგვიმყარებს ეროვნულ ვალუტას.

 

საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა დოლარიზაციის და ჩვენი ოპონენტები ამას იგდებენ, თითქოს ეს პრობლემა არ არის", - აღნიშნა მეზურნიშვილმა.













 

big_banner
არქივი