logo_geo
შალვა ხაჭაპურიძე: ის, რაც დღეს „ნაცმოძრაობაში“ ხდება, სწორედ ნადგურცემაა!
- +

16 ნოემბერი. 2016. 14:48


„ნაცმოძრაობა" ამთავრებს ისე, როგორც „მოქკავშირმა" დაამთავრა!" - ასე აფასებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში და ამბობს, რომ აჯანყება გიგი უგულავამ დაიწყო.


„ნაცმოძრაობა" ამთავრებს ისე, როგორც „მოქკავშირმა" დაამთავრა! „დათა თუთაშხია" იცნობს ერთ სიტყვას - „ნადგურცემა"... ის, რაც დღეს „ნაცმოძრაობაში" ხდება, სწორედ ნადგურცემაა! აშკარაა, რომ ნაცები სააკაშვილს აუჯანყდნენ და აჯანყება დაიწყო გიგი უგულავამ... ბოკერია, უგულავა, გივია თარგამაძე, ლევან რამიშვილი და მთელი ის გუნდი, რომელიც ნაცმოძრაობაში „სოროსის ფონდიდან" და „თავისუფლების ინსტიტუტიდან" მივიდა, დღეს აჯანყებულია და სააკაშვილს არ ემორჩილება!" - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.



 


 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი