logo_geo
რაზე ისაუბრეს ბიძინა ივანიშვილმა და პეტრო პოროშენკომ 2 საათის განმავლობაში?
- +

26 ივლისი. 2017. 18:55



მიხა სააკაშვილი პანიკაშია, პეტრო პოროშენკო თბილისში რომ ჩავიდა, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა (აკი ინსულტმა დაარტყაო, თქვე აკარაკებო?), 2 საათი ჩემზე ილაპარაკეს და გადაწყვიტეს, საქართველოში უნდა „დამაექსტრადირონო". ჰო, პოროშენკო არა როგორც პრეზიდენტი, არამედ, როგორც სულების გამყიდველი, ისე იქცევაო, არ არი კაი კაციო.


პოროშენკო მაშინ იყო კაი კაცი, როცა მიხა სააკაშვილი უკრაინაში ჩაიყვანა, დააპურა, თავი დაბანა და ოდესის გუბერნიაც კი ჩააბარა. მაშინ მართლა მაგარი იყო, გმირი, პატიოსანი, ქვეყნის გადამრჩენი და ასე შემდეგ. პეტრო მაშინ „გაფუჭდა", როცა მიხას ოღრაშობას ალღო აუღო და მიხვდა, ქართველი ხალხი არ ტყუოდა. თან ისიც გაიგო, როგორ დაიწყო ჩვენმა "ნამაღლარმა" უკრაინაში ფულის კეთება და საქართველოში გამოგზავნა შავი გზებით. ამოუვიდა ყელში ბატონ პეტროს ამდენი ჩათლახობა და არაკაცობა, ერთ დღესაც ამოარტყა ჯიტლაყი ჯონ მაკკეინის ლეკვსა და გამოაგდო!


ეხლა პეტრო აღარ არი გმირი, არც ქვეყნის გადამრჩენი და არც პატიოსანი. ვინც მიხას აწყენინებს, ყველა ჩათლახია. აწყენინებს რა, ვინც მაგის ჭკუაზე არ ივლის, ყველა მოღალატე და აგენტია. დედამიწაც მოღალატეა, თუ სააკაშვილის ჭკუაზე არ იბრუნებს, მორჩა და გათავდა, ეგრეა.


ნეტა რაზე ილაპარაკეს პოროშენკომ და ივანიშვილმა 2 საათის განმავლობაში? თუ ისინი ერთმანეთს მართლა შეხვდნენ და მიხა არ იგონებს (ასეთ გამოგონებებში კი მას ბადალი არ ჰყავს), პეტრო ეტყოდა ბიძინას:


- მომაშორე შენი ნაგავი, ძმაო, აღარ შემიძლია ამდენი მაიმუნობის ყურება!


- ჩემი ნაგავი? აქამდე შენი იყო და ახლა მტენი აქეთ? ის ხომ უკრაინის მოქალაქეა?!


- ჰო, კარგი, ერთი „ალილუია" მღვდელსაც კი ეშლება, შევცდი, მაპატიეთ, თავის დროზე რომ მოგეთხოვათ ამ კეთილძაღლის ექსტრადაცია, ეგრევე გადმოგცემდით.


- ცდები, პეტრო, ჩვენ ამ აბუეტის გადმოცემა ჯერ კიდევ 2015-ში გთხოვეთ, თანაც ორჯერ, მაგრამ უარი გვითხარით!


- მართლა? ეგ არ ვიცოდი... აი, ეხლა გადავამოწმე და მართალი ხარ, ეგრე ყოფილა.


- აი, ხომ ხედავ, მაგ „დურაკის" გამო ჩვენთვის არ უნდა გეწყენინებინა!


- ჰო, კარგი, შევცდი, პრეზიდენტობის გამოცდილება არ მქონდა... თან ვფიქრობდი, რაღაცაში წამეხმარება-მეთქი, მაგრამ ეს მართლა მამალი გიჟი ყოფილა!


- ეხლა კი შენ გინდა, რომ აქ ჩამოვათრიო და აუტკივარი თავი ავიტკიო?


- არა, მაგას არ გეუბნები, ეგ ტვირთი მე ავიკიდე მაკკეინის ხათრით და ძალიან ვნანობ.


- თავიდანვე უნდა გეკითხა ჩვენთვის.


- ჰო, ეგრეა.


- შენ მაგას მოქალაქეობა კანონის დარღვევით მიანიჭე და შეგიძლია, ჩამოართვა... ირბინოს მერე წინ და უკან, წაიყვანოს მაკკეინმა თავისთან!


- მოაქლაქეობა რომ ჩამოვართვა, ეგ იმას ნიშნავს, რომ ჩემი დარღვევა უნდა ვაღიარო.


- აბა, მე შენს მოქალაქეს როგორ ვუკრა თავი ციხეში?


- ეგეც არი, რააა... ბოლოს და ბოლოს, თუ არ დააყენა ტრაკი, ვაღიარებ შეცდომას და ჩამოვართმევ. განა რამე, მაგან რა ფეხები უნდა მომჭამოს, მაგრამ მაინც არ მსიამოვნებს, ჩემ ქვეყანაში რომ მიედ-მოედება და მლანძღავს. არადა, შევიფარე, ძმაო, მივხედე, თანამდებობა მოვეცი!


- შენ როგორ ფიქრობ, მე ცოტა მივეცი? როცა ჩათლახობა დაიწყო, მაშინ მივხვდი, რომ მაგრად შევცდი!


აი, ასეთი საუბარი იქნებოდა ბიძინა ივანიშვილსა და პეტრო პოროშენკოს შორის... აბა, თქვენ სხვანაირი წარმოგიდგენიათ? მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ უკრაინის მოქალაქის გადმოცემას საქართველო აღარ მოითხოვს და არც უნდა მოითხოვოს. ვის რაში სჭირდება გაღორებული სააკაშვილის ჩამოყვანა და ციხეში ჩასმა? კი, პასუხი უნდა აგოს ყველა დანაშაულზე, მაგრამ ამ ეტაპზე იქ უნდა ეგდოს, სადაც გდია. თუ ჩამოათრევენ, დაიწყება ამბები, მისვლა-მოსვა, ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები, პოლიტპატიმრად მისი შერაცხვა, „ნაციონალების" სირბილი აღმა-დაღმა და ასე შემდეგ. ეგ კი არა, სანამ პრეზიდენტი იყო, მაშინვე რომ დაეპატიმრებინათ, არც ის გვაწყობდა!


მიხა სააკაშვილის საქმე ისეა, როგორც უნდა ყოფილიყო, კარგად გაითვალა ყველაფერი: გიჟმა უნდა ირბინოს, გიჟს სივრცე სჭირდება და თან ისეთი თავისუფლება, რომ თავი სულ მომავალი პრეზიდენტი ეგონოს, ხან უკრაინისა, ხან საქართველოსი, ხან ამერიკისა. დიახ, ესაა გიჟის მუღამი, აბა, როგორ გინდათ, ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია?!


გელა ზედელაშვილი


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი