logo_geo
ვლადიმირ ბოიკო: სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის განახლებას არ გამოვრიცხავ
- +

16 ნოემბერი. 2016. 15:12


გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში, უკრაინელი ჟურნალისტი ვლადიმირ ბოიკო საქართველოს ექს-პრეზიდენტის უკრაინულ გეგმებსა და პერსპექტივებზე საუბრობს.


„დღეს, როდესაც სააკაშვილი, როგორც პოროშენკოს მრჩეველი და ოდესის გუბერნატორი, საზოგადოებამ გამოსცადა, უკრაინელები ხელისუფლებაში მის მოსვლას არ დაუშვებენ. ქვეყანაში ისევ კორუფცია ყვავის, ჯანდაცვის სიტემაში არაფერი შეცვლილა, არაფერს ვამბობ ძალოვან სტრუქტურებზე", - აღნიშნა ჟურნალისტმა.

 

ვლადიმირ ბოიკოს თქმით, პოროშენკოს სააკაშვილი საკუთარი პიარისა და კონკრეტული პირების მოსაშორებლად სჭირდებოდა. ახლა კი, როცა საქმე გაკეთდა, უკრაინული პოლიტიკური სპექტრიდან სააკაშვილის მოშორების დროც დადგა.


„უკრაინა საქართველოსგან განსხვავებულ ვითარებაშია - აქ არსებულ პრობლემებს, მათ შორის კორუფციას, ტერორითა და ხალხის დაშინებით ვერ აღმოფხვრი. ვფიქრობ, ამას სააკაშვილიც მიხვდა და ახლა ცდილობს, დრო მაქსიმალურად გაწელოს, რათა ქართველმა სამართალდამცავებმა კარზე არ მიუკაკუნონ. ექსტრადირების საკითხის განახლებასაც არ გამოვრიცხავ, თუმცა, პოროშენკომ, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ამ ნაბიჯის გადადგმისგან თავი შეიკავოს", - აცხადებს ბოიკო.





 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი