logo_geo
რატომ არ შეიძლება ბანქოს თამაში და რა სიმბოლოების მატარებელია ის?! - დეკანოზ დავით ქვლივიძის განმარტება
- +

16 ნოემბერი. 2016. 15:44


ვაშლიჯვრის მაცხოვრის ნათლისღების ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით ქვლივიძე გაზეთ „ასავალ-დასვალთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ბანქოს თამაში არ შეიძლება, რადგან მასში ჩადებულია ანტიქრისტიანული სიმბოლოები. მისი თქმით, არათუ ბანქოს თამაში, არამედ მისი ხელში აღებაც კი დიდი ცოდვაა.



„ბანქოში ჩადებულია ანტიქრისტიანული სიმბოლოები, რაც საზოგადოებამ არც კი იცის! ბანქოს მსგავსი თამაში ძველ ეგვიპტეშიც და ძველ ჩინეთშიც არსებობდა, მაგრამ გამოსახვის სიმბოლიკა სრულიად სხვაგვარი იყო! მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ ბანქო აქტიურად დამკვიდრდა, როგორც ქრისტესა და მისი მორწმუნეების, ზოგადად რწმენის დამცინავი თამაში. დავიწყოთ იმით, რომ ბანქოში არის ჯვრის ნიშანი. ჯვარი, რომელზეც ქრისტე ევნო და სამოთხის კარი ჯვრით გაიხსნა, მოთამაშეებმა ირონიის სიმბოლოდ აქციეს. რასაც ბანქოში „აგურს" ვეძახით, ის სამსჭვალს გამოხატავს, რითაც უფალი ჯვარზე მიაჭედეს. „გული" შუბის წვერია, რომელიც ჯარისკაცმა ფერდში აძგერა ჯვარცმულ მაცხოვარს, ხოლო „ყვავი" - შუბზე წამოგებული ძმრიანი ღრუბელია, რომელიც ჯვარცმულ ქრისტეს მიაწოდეს, როდესაც წყალი მოითხოვა. „ვალეტები" წმინდა მოწამეებს გამოხატავენ, უფრო სწორად, წმინდა გიორგის, წმინდა თეოდორეს და სხვა წმინდანების კარიკატურებია. „დამები" - ასევე მოწამე მანდილოსნების, ხოლო „კაროლები" - ეპისკოპოსების კარიკატურებს წარმოადგენენ - მათ ხელში დედამიწა და ჯვრიანი კვერთხი უჭირავთ. ფაქტობრივად, ბანქოში გაშარჟებულია მართლმადიდებული იერარქია, რადგან „ტუზი" ქრისტეს საფლავს გამოხატავს, რომელსაც ბერძნულად „ტაფოს" ეწოდება. ტუზზე გამოსახული იარაღი (შუბი, ფარი, ხმალი) იმ ჯარისკაცებზე მიგვანიშნებს, რომლებიც ქვაბულში დასვენებულ მაცხოვრის ნეშტს დაუყენეს დარაჯებად, ამიტომაც არის „ტუზი" აღიარებული ყველაზე ძლიერ „კარტად".

 

„ჯოკერი" პირდაპირ დემონის გამოსახულებაა და რამხელა მკრეხელობაა ჩაქსოვილი, როცა „ჯოკერს" ტუზის გაჭრის შესაძლებლობა ეძლევა თამაშებში! ფაქტია, რომ ბანქოს შემოტანით ქრისტეს მტრებმა ქრისტეს გმობა შემოიტანეს! ჯვარცმისა და რწმენის სიმბოლური მნიშვნელობა დააკნინეს! ამიტომ „ბანქოს" არა მხოლოდ თამაში, მისი ხელში აღებაც კი მკრეხელობაა! ბანქოთი თამაშზე ნაკლები ცოდვა იქნება, თუ პირდაპირ ხატებით ვითამაშებთ. ეს არ იცის საზოგადოებამ, მშობლებმა. თვით ისეთი, ერთი შეხედვით უწყინარი საბავშვო თამაშიც კი, როგორიც არის „დურაკა" - დიდი ცოდვაა, რომელიც ადამიანს აუცილებლად მოეკითხება", - ამბობს დეკანოზი დავით ქვლივიძე.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი