logo_geo
კოკა ყანდიაშვილი: მარგველაშვილი მეორე ვადით პრეზიდენტი ვეღარ გახდება!
- +

16 ნოემბერი. 2016. 16:40


ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე პრეზიდენტობისთვის ემზადება, გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საუბარში ეხმიანება. იგი დარწმუნებულია, რომ კალაძე პრეზიდენტობას არ აპირებს და აქვე აღნიშნავს, რომ დარწმუნებულია, გიორგი მარგველაშვილი მეორე ვადით პრეზიდენტი ვეღარ გახდება.


 

„კალაძე რომ ვითომ პრეზიდენტობისათვის ემზადება, ეს „სიბრძნე" „დიდმა ექსპერტმა" გია ხუხაშვილმა გამოთქვა, სინამდვილეში კი მსგავსი არაფერი ხდება და ზუსტად ვიცი, რომ კალაძე პრეზიდენტობას არ აპირებს!

 

როგორც ვიცი, ხუხაშვილი ძალიან მეგობრობს პრეზიდენტ მარგველაშვილთან და, როგორც ჩანს, ორივე შიშმა აიტანა, კალაძე მოვა და „შეგვჭამსო"! საერთოდ, დღეს ძნელი გასარკვევია, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია თუ გია ხუხაშვილი?! თუმცა, ერთ რამეში ყველანი დარწმუნებული უნდა ვიყოთ - მარგველაშვილი მეორე ვადით პრეზიდენტი ვეღარ გახდება!" - განაცხადა კოკა ყანდიაშვილმა.


 


 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი