logo_geo
რეზო ამაშუკელი: სააკაშვილსა და ბოკერიას - ორივეს კისერი უტეხია!
- +

7 დეკემბერი. 2016. 18:33


 



„ერთსაც კისერი უტეხია და მეორესაც! სააკაშვილი და ბოკერია რამ გაყო?! ორივე თახსირია და ორივე ციხეში უნდა ეგდოს!" - ამბობს გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში პოეტი რეზო ამაშუკელი. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" ყველა წევრი უნდა გასამართლდეს და ციხეში ჩაჯდეს.


 

„როცა ვყვირი - დააპატიმრეთ ბოკერია-მეთქი, მეუბნებიან, დეპუტატის იმუნიტეტი იცავს და ხელს არავინ მოჰკიდებსო! ერთადერთი იმუნიტეტი არის სამშობლოზე ფიქრი და საქვეყნო საქმის კეთება, ამათ კი სამშობლო ფეხებზე ჰკიდიათ და ქვეყანას ყოველ წუთს ჰყიდიან!

 

პირდაპირ ვაცხადებ - „ნაციონალური მოძრაობა" უნდა აიკრძალოს, გასამართლდეს და ყველა რაიხსფიურერი ციხეში ჩაჯდეს!

 

ახლა ნაციონალებმა პარლამენტში ვითომ ახალი სახეები შეიყვანეს და თითს გვიქნევენ, არადა, ყველა მათგანი სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის სამართალმემკვიდრეა! თითოეული მათგანი პასუხისმგებელია ყველა დანაშაულზე, რომელიც ავადმყოფი სააკაშვილის ხროვამ ჩაიდინა!" - განაცხადა რეზო ამაშუკელმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი