logo_geo
ეკა კვალიაშვილი: ჩემთვის არაფერი არ შემოუთავაზებიათ… რატომ? არ ვიცი…
- +

7 დეკემბერი. 2016. 18:54




„ჩემთვის არაფერი არ შემოუთავაზებიათ. რატომ? არ ვიცი, ჰკითხეთ მათ, ვინც კონცერტებს მართავს", - ეს განცხადება მომღერალმა, ეკა კვალიაშვილმა გადაცემა „პრიორიტეტის" ეთერში გააკეთა. მისი თქმით, ის ნაწყენი არ არის, თუმცა ამ თემაზე ლაპარაკი მოსწყინდა, რადგან არც აქამდე შეცვლილა რამე და არც მერე შეიცვლება.


„ჩვენთან აბსოლუტურად არაფერი არ იცვლება. რამდენი წელი შეიძლება ამ თემაზე ლაპარაკი? ახლაც დავიშლებით და არაფერი არ შეიცვლება. არა მგონია, შავი სიების მომენტი იყოს, უბრალოდ, ეს არის კონცეფციური არჩევნები რაღაცებთან დაკავშირებით, ეს ხომ შეუგნებელი და ტუტუცური საქციელია. მე სურვილიც აღარ მაქვს, გამოვიდე და ვიმღერო მერიის კონცერტებზე, ხალხისთვის - დიდი სიამოვნებით", - განაცხადა კვალიაშვილმა.

 

მისი თქმით, დაგეგმილი კონცერტი მაიმუნობა და არასერიოზულია. მომღერალი ორგანიზატორების არაკვალიფიციურობასაც შეეხო.


„ორგანიზატორი მეუბნება, რომ სიმღერები ჯერ არ მოუსმენია და არ იცის, ნუკას რა გაუგზავნეს, მაშინ, როდესაც ამ ადამიანს მუსიკალური მხარე აბარია, როგორ შეიძლება, ეს არ იცოდეს? ისინი ჩამოყალიბებულებიც არიან და სიმღერებიც დაგზავნილი აქვთ. მე პირადად, ხალხს ვეტყოდი, რომ ამ ახალ წელს, კონცერტზე თავებს ნუ გაიყინავენ, რადგან ძალიან პანაშვიდი კონცერტი იქნება", - განაცხადა ეკა კვალიაშვილმა.





 

big_banner
არქივი