logo_geo
რას შეეწირა ახალგაზრდა ლექტორი კარლო გოდოლაძე?
- +

7 დეკემბერი. 2016. 20:26


 



„ყველაზე მშრომელი, კეთილი და სწავლაზე ორიენტირებული იყო ბავშვობიდან. არასოდეს იღლებოდა თავის გეგმებსა და იდეებზე საუბრით", - ასე ახასიათებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს კარლო გოდოლაძეს ბიძაშვილი თამუნა გოდოლაძე.


კარლო გოდოლაძეს ოჯახის წევრები 20 ნოემბრიდან ეძებდნენ. ის იტალიაში პადუას უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტი იყო. მისი ცხედარი მდინარესთან იპოვეს, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, კარლო გოდოლაძემ თავი მოიკლა.


მომხდართან დაკავშირებით პადუას უნივერსიტეტის რექტორმა მწუხარება გამოთქვა.


თვითმკლელობის ვერსიას, გოდოლაძის სტუდენტები და მეგობრები გამორიცხავენ. ჟურნალ „სარკესთან" საუბარში კარლო გოდოლაძის სტუდენტი თამარი ამბობს, რომ კარლო ყველასგან განსხვავებული ლექტორი იყო.

 

„კარლო სულ კარგ ხასიათზე იყო. სულ ცდილობდა თავისი დადებითი ემოციების გადაცემას სტუდენტებისთვის და თავისი პროფესიონალიზმის ჩვენში ჩანერგვას. სანამ იტალიაში წავიდოდა, რამდენიმე სტუდენტს გვესაუბრა, უცნაურობა ნამდვილად არ შემიმჩნევია, პირიქით, ძალიან კარგ განწყობაზე, ბედნიერი იყო. თვითმკვლელობის ვერსია ყველამ ერთხმად გამორიცხა, რადგან ვინც მას იცნობდა, ამას არავინ დაიჯერებს. იმდენად სხვანაირი პიროვნება იყო, მისი მხრიდან თვითმკვლელობის ფაქტი ძალიან დაუჯერებელია", - განაცხადა თამარმა.


ილიაუნის სტუდენტის ლანას თქმით, კარლო თავისი საქმის პროფესიონალი იყო და ყველასადმი მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.


„იტალიელი სტუდენტები ამბობენ, ბოლო პერიოდში კარლო დეპრესიაში იყოო. აქედან გამომდინარე, იფიქრეს, რომ შესაძლოა თავი მოიკლა, თუმცა სხვა მიზეზებიც არ არის გამოსარიცხი. ვინც კარლოს იცნობდა, სტუდენტები, ლექტორები, ყველანი შოკში არიან. მთელი უნივერსიტეტი გლოვობს", - განაცხადა ლანამ.



 

big_banner
არქივი