logo_geo
რა კავშირი აქვს სააკაშვილს ოდესის საბაჟოსთან, რომლის საქმიანობის გამოძიებით უკრაინის პროკურატურაა დაინტერესებული?!
- +

16 ნოემბერი. 2016. 18:43


„ცნობილია, რომ უკრაინის პროკურატურა დაინტერესებულია ოდესის საბაჟოს საქმიანობით, რომელსაც სააკაშვილის ნდობით აღჭურვილი პირები მართავდნენ. ეს თემა საჯაროდ პირველად უკრაინის ტრანსპორტის ყოფილმა მინისტრმა წამოსწია", - ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი" წერს და უკრაინის ტრანსპორტის ყოფილი მინისტრის ევგენი ჩერვონენკოს განცხადებას აქვეყნებს.



„კი, ბატონო, აღფრთოვანებული ვარ ამ საბაჟოთი, მაგრამ, როცა ვიკითხე, ვინ აკონტროლებს მას, აღმოჩნდა, რომ ეს გოგო კი არა, ვინც საბაჟოს უფროსად დანიშნეს, ანა პანჩევა, არამედ მამუკა ტუღუში და გიორგი ცხაკაია არიან", - განაცხადა ჩერვონენკომ.



„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, მამუკა ტუღუშს საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლების დროს ფინანსური პოლიციის საბაჟო წესების დარღვევასთან ბრძოლის სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა. ქვეყნის მასშტაბით არსებულ საბაჟოებს პრაქტიკულად სწორედ ტუღუში აკონტროლებდა. ის დავით კეზერაშვილის მარჯვენა ხელად მიიჩნეოდა.


„რაც შეეხება გიორგი ცხაკაიას, რომელსაც, ასევე, ოდესის საბაჟოს არაფორმალურ კონტროლს უკავშირებენ, სააკაშვილის ხელისუფლების დროს სხვადასხვა მაღალ თანამდებობას იკავებდა. 2009 წლის სექტემბრიდან შემოსავლების სამსახურს ხელმძღვანელობდა. 2011 წელს მან შემოსავლების სამსახურიდან თბილისის მერიაში გადაინაცვლა და გიგი უგულავას მოადგილე გახდა", - წერს გამოცემა.


„პრაიმტაიმის" თქმით, ოდესის საბაჟო პრაქტიკულად მიბმულია სააკაშვილის მიერ დაფუძნებულ ფონდთან.

 

„უკრაინული მედია პროკურატურაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ოდესის საბაჟო პრაქტიკულად მიბმულია სააკაშვილის მიერ დაფუძნებულ ფონდთან და თუ ბიზნესმენები ამ ფონდს მსხვილ თანხებს არ შესწირავდნენ, მათ საბაჟოზე სერიოზულ პრობლემებს უქმნიდნენ.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ საქველმოქმედო ფონდის დამფუძნებელთა შორის საკმაოდ ოდიოზური ფიგურებიც არიან. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ გადაზიდვების კომპანია „Три Экспо"-ს მფლობელი ვიქტორ შერმანი. მისი სახელი მედიაში არაერთ ფინანსურ სკანდალს უკავშირდება, მათ შორის საბაჟოზე გაყალბებული საბუთებით სხვადასხვა ბრენდირებული პროდუქციის შემოტანას, როგორც არაბრენდულისა.

 

უკრაინული მედიის განსაკუთრებული გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ფონდის დამფუძნებელთა შორის „ფინკა ბანკის" მფლობელები - კაუფმანი და გრანოვსკი აღმოაჩინეს. ეს ბიზნესმენები, უკრაინაში იანუკოვიჩის კლანს წარმოადგენდნენ და როგორც მედია იუწყება, „მაიდანის" ბოლო წუთებამდე ექს-პრეზიდენტის ატიურ მხარდამჭერებად ითვლებოდნენ", - წერს გაზეთი „პრაიმტაიმი".





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი