logo_geo
მიშა მესხი: კიდევ კარგი „ოსკარი“ არ მომცეს, თორემ ალბათ დამხვრიტავდნენ
- +

9 დეკემბერი. 2016. 01:36



მსახიობმა მიშა მესხმა რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში კითხვებს უპასუხა, სადაც იმის შესახებ ისაუბრა როგორ ცხოვრობს ახლა. მესხის განცხადებით, მსახიობს ბოლო დროს ფილმებში აღარ იღებენ.


„კიდევ კარგი „ოსკარი" არ მომცეს, თორემ ალბათ დამხვრიტავდნენ. კინოსფერო ჩაკვდა. ერთი ჩავარდნა კი მქონდა, როცა უკრაინის კადრები გავრცელდა, მაგრამ მას შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა, ყველას შეუძლია გადაამოწმოს. ფხიზლად ვცხოვრობ. ჩემი ცხოვრების სტილი შევცვალე. ფეხბურთის მხარეს გადავინაცვლე. ქვეყანა, სადაც ფეხბურთით ცხოვრობდნენ, ფეხბურთი აღარ არსებობს. ვაკელი ბიჭი ვარ, თოხი და ბარი ჩემგან შორს არის, მაგრამ არ არის გამორიცხული სოფლის მეურნეობით დავკავდე და ამ თემატიკის არხი გავაკეთო" ,- განაცხადა მსახიობმა.


 

big_banner
არქივი