პოეტი რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ინიციატივით გამოდის და საზოგადოებას მოუწოდებს, დაიწყონ ხელმოწერების შეგროვება „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" გაუქმებისა და დახურვის მოთხოვნით.
„მინდა, ერთი ინიციატივით გამოვიდე და საზოგადოებას მივმართო, განსაკუთრებით კი - ინტელიგენციის წარმომადგენლებს. სამარცხვინოა, რომ ქალაქში, საიდანაც დავით აღმაშენებლის ძეგლი გააძევეს, სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკა დგას!
ამიტომაც, გამოვდივარ ინიციატივით - სასწრაფოდ დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" გაუქმებისა და დახურვის მოთხოვნით!
საქართველოში სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკა კი არა, ტუალეტის არ უნდა არსებობდეს!" - განაცხადა რეზო ამაშუკელმა.