logo_geo
ირაკლი გოგავა: სააკაშვილმა პუტინი „გადააგდო“
- +

6 ოქტომბერი. 2017. 16:20



„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა „საერთო გაზეთთან" საუბარში იხსენებს სააკაშვილსა და ვლადიმერ პუტინის შორის შეთანხმების დეტალებს, რის მიხედვითაც სააკაშვილი შევიდოდა აჭარაში, ხოლო პუტინი რუსეთში წაიყვანდა ასლან აბაშიძეს და განმეორდებოდა 2003 წლის ნოემბრის სცენარი.


„პუტინმა შეასრულა თავისი სიტყვა, სააკაშვილმა კი არა. აჭარის სანაცვლოდ, კრემლმა მას პირობა წაუყენა, რომ გააგრძელებდა შევარდნაძის მმართველობის დროინდელ პროექტს, რომლის მიხედვითაც ბათუმში უნდა შექმნილიყო სამმხრივი (საქართველო-რუსეთი-ამერიკა) ანტიტერორისტული ცენტრი და დამუხრუჭდებოდა ქართული მხრიდან NATO-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვა. სააკაშვილი ამ პირობას დათანხმდა, თუმცა 2005 წელს ყველაფერი შეიცვალა, რა მოტივაციით შეცვალა სააკაშვილმა გადაწყვეტილება, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, მან პუტინი „გადააგდო", - აცხადებს ირაკლი გოგავა.


ირაკლი გოგავამ აქვე აღნიშნა, რომ პუტინის რეაქციამ არ დააყოვნა, რის გამოც დაზარალდა უბრალო ხალხი.


„გახსოვთ ალბათ, როგორ დააკავეს ეს ხალხი და საბარგო თვითმფრინავებით გამოუშვეს საქართველოში, ბევრი მათგანი დაიღუპა იზოლატორებსა თუ თვითმფრინავის ბორტზე. მაშინ ქართულმა ავიაკომპანიებმა ივაჟკაცეს, სამგზავრო თვითმფრინავები გაგზავნეს რუსეთში და ისე ჩამოიყვანეს ეს გაუბედურებული ადამიანები. ერთი სიტყვით, ხალხის ზურგზე გადაიარა პუტინისა და სააკაშვილის დაპირისპირებამ. ამის შემდეგ უკვე გარდაუვალი იყო ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი", - განაცხადა ირაკლი გოგავამ.







 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი