logo_geo
ირაკლი გოგავა: ჩვენმა „მთავარსარდალმა“ გორის ქუჩებში „იფორთხიალა“
- +

6 ოქტომბერი. 2017. 16:54

 

 

„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა „საერთო გაზეთთან" საუბარში იხსენებს 2008 წელს, როცა სამხედო ავანტიურა ჩავარდა, სამხედრო ხარჯები არ გამართლდა, ამიტომ სააკაშვილი უკრაინაში გადაისროლეს.


„2008 წელს მაკ-კეინის ჯგუფს ფულის შოვნის გარდა, სხვა ამოცანაც ჰქონდა, აგვისტოს ომს უნდა მოეხდინა მაკ-კეინის მომხრეების მობილიზაცია და უზრუნველყო მისი გამარჯვება 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ნოემბრის თვეში ტარდებოდა. ომის დაწყებამდე, ობამა მაკ-კეინს 10 %-ით უსწრებდა, როგორც კი ომი დაიწყო, ეს სხვაობა 3 %-მდე შემცირდა, ეს აშშ-ში ცდომილების ზღვარია, შეიძლება 3 %-ით იგებდე, მაგრამ არჩევნების დღეს წააგო. დემოკრატიული პარტიისა და მისი მომხრეებისთვის ეს იყო შოკი, მილიარდობით დოლარი დახარჯეს საარჩევნო კამპანიაზე და ამ დროს ვიღაც სააკაშვილის გამო, არჩევნები შეიძლება წაეგოთ. ამ ორ კანდიდატს შორის განსხვავება ძირითადად ის იყო, რომ მაკ-კეინი წინასაარჩევნოდ ანტირუსული ლოზუნგებით გამოდიოდა, ხოლო ობამას უფრო ხავერდოვანი, რბილი პოზიცია ჰქონდა რუსეთის მიმართ. ამიტომაც იქონია ამ ყველაფერმა გავლენა მათ რეიტინგებზე", - განაცხადა ირაკლი გოგავამ.

 

ირაკლი გოგავა სააკაშვილის მიერ რეზერვის შექმნაზეც საუბრობს, და აღნიშნავს, რომ რეზერვი, სადაც 100 000 ქართველი გაატარეს, ამერიკელი „მეგობრების" გეგმის ნაწილი იყო, და იმისთვის მოიგონეს, რომ ქართველ ერს პარტიზანული ომი ეწარმოებინა, რუსეთი კი აუცილებლად ჩაერთვებოდა შეიარაღებულ კონფლიქტში,  ეს გეგმის „შემოქმედმა" კარგად იცოდა.


„მოკლედ, ბუჩქებში უნდა ჩავმჯდარიყავით და რუსებისთვის გვესროლა, ეს პროცესი 1-2 თვე უნდა გაწელილიყო, სამი თვე იდეალური შემთხვევა იქნებოდა. ამ ფონზე უნდა გამხდარიყო მაკ-კეინი ამერიკის პრეზიდენტი, თუმცა ჩვენმა „მთავარსარდალმა" გორის ქუჩებში იფორთხიალა, თავიც შეირცხვინა, ერიც შეარცხვინა და „პატრონებიც" იმედგაცრუებული დატოვა. ამ პროექტის ჩავარდნის შემდეგ, მაკ-კეინის ჯგუფის ინტერესი შენელდა საქართველოს მიმართ, სააკაშვილმა დაკარგა ნდობა და სიმპათიები საერთაშორისო ასპარეზზე. ის გახდა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი, რომელთან შეხვედრასაც ყველა ერიდებოდა, ბარაკ ობამა მას ერთადერთხელ შეხვდა და მაშინაც ფაქტობრივად უთხრა, ხელისუფლებიდან უნდა წახვიდეო", - აცხადებს ირაკლი გოგავა.


 

 









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი