logo_geo
ირაკლი გოგავა: სევასტოპოლს ვინც ფლობს, ის ფლობს დიდ აკვატორიაში უპირატესობას
- +

6 ოქტომბერი. 2017. 19:17



„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა „საერთო გაზეთთან" საუბარში იხსენებს 2004 წლის ვითარებას უკრაინაში, როდესაც „მაიდნის" სახელით მონათლულ სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ფაქტობრივად განახევრდა ქვეყნის ეკონომიკა, სამჯერ მოხდა ეროვნული ვალუტის გაუფასურება და შესაბამისად მოსახლეობის გაღარიბება.


„უკრაინაში მომხდარმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა, ქვეყნის რეალურად დაშლა გამოიწვია, რაც ვფიქრობ, სპეციალურად იყო ჩადებული. როგორც გითხარით, პრეზიდენტ იუშჩენკოს კონსულტანტი ვიყავი, 2004 წელსაც იყო ასეთი ნაციონალური მოწოდებები, მაგრამ იუშჩენკომ შეძლო მოეთოკა ნაციონალისტურად განწყობილი საზოგადოება, ჟურნალისტები და დონბასის პრორუსულ მოსახლეობას გარანტიები მისცა, რომ რუსულ ენას, მათ ყოფას და პოლიტიკურ ორიენტაციას საფრთხე არ ემუქრებოდა. 2014 წელს სპეციალურად მოხდა ენის საკითხზე ყურადღების გამახვილება, რუსული ენა ავკრძალოთო, არადა, უკრაინის მოსახლეობის მინიმუმ 45 %-სთვის რუსული მშობლიური, პრინციპში ერთადერთი ენაა. რუსულ ენაზე შეტევა სპეციალურად გაკეთდა, რომ კონფლიქტის პროვოცირება მომხდარიყო", - განაცხადა ირაკლი გოგავამ.


ირაკლი გოგავა აქვე დასძენს, რომ რუსეთის ინტერესის სფერო ყირიმია, რადგან სტრატეგიულად ძალზე მნიშვნელოვანი ტერიტორიაა.


„სევასტოპოლში არსებულ სამხედრო ბაზას რუსეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და თეორიულადაც კი არ შეიძლება იმის წარმოდგენა, რომ რუსეთი სევასტოპოლს დათმობდა. აქედან კონტროლდება შავი ზღვის მთელი აკვატორია, კონფლიქტის შემთხვევაში, სევასტოპოლს ვინც ფლობს, ის ფლობს დიდ აკვატორიაში უპირატესობას. ისე, დონბასის ბედი არც პოროშენკოს აღელვებს, მისთვის დონბასის კონფლიქტი ძალაუფლების შენარჩუნების გზაა", - განაცხადა ირაკლი გოგავამ.










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი