logo_geo
„სააკაშვილი-ახალაია-ქარდავას ჯგუფი, თვლიან, რომ ისეთივე უნდა იყვნენ, როგორიც 9 წლის მანძილზე იყვნენ“
- +

11 დეკემბერი. 2016. 21:17


 


პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით for.ge-სთან ინტერვიუში საუბრობს.  ძაბირაძის განცხადებით, დამარცხების შემთხვევაში, თუ ბოკერიას გუნდი პარტიას არ დატოვებს, იძულებული იქნებიან ის პოლიტიკა გაატარონ, რასაც სააკაშვილი-ახალია-ქარდავა და ნაცმოძრაობის ეს ზონდერული ჯგუფი უკარნახებს.


- სააკაშვილი-ახალაია და ბაქრაძე-ბოკერია-მელიას გუნდის დაპირისპირებაში მეგის ქარდავას ფაქტორი ჩაერთო. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს არის პარტია, რომელიც არა მხოლოდ ოპონენტების, არამედ თანაგუნდელების წინააღმდეგაც კომპრომატების შექმნით იყო დაკავებული, შესაძლებელია, რომ ამ დაპირისპირებაში გაჩნდეს კომპრომატები?


- ორივე მხარეს აქვს კომპრომატები, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ საქმე კომპრომატებამდე მივა. ბუნებრივი იყო, რომ ასეთი ჯგუფები ჩაერთვებოდნენ ამ ბრძოლაში. ასევე ბუნებრივი არის ისიც, რომ სწორედ იმ ხერხებს იყნებენ, რასაც ყველას მიმართ იყენებდნენ. „ნაციონალურ მოძრაობაში" ორი ჯგუფია. ერთი ეს არის ძველი „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც იმავე იდეოლოგიით და პრინციპებებით მოქმედებს, რითაც 9 წელი მართვადა ქვეყანას და მეორე ნაცმოძრაობის მცირე ჯგუფი, რომელიც თვლის, რომ საჭიროა რებრენდიგი.

 

- მცირე ჯგუფი, რომელსაც ბოკერია-ბაქრაძე-მელია წარმოადგენს?


- რა თქმა უნდა. მათ არ ჰყავთ არც ელექტორატი და არც პარტიული მხარდაჭერა. არ ვამბობ, რომ ესენი ანგელოზები იქნებიან, მაგრამ როგორც ჩანს, ცდილობენ, შეცვალონ ურთიერთობა და გაიაზრონ წარსული. ძველები, სააკაშვილი-ახალაია-ქარდავას ჯგუფი, ამას უბრალოდ არც ცდილობს. ისინი თვლიან, რომ ზუსტად ისეთივე უნდა იყვნენ, როგორიც იყვნენ 9 წლის მანძილზე. ეს განსხვავებაა სააკაშვილისა და ბოკერიას ჯგუფს შორის. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ზეწოლა გაგრძელდება ყველაზე.

 

- რა ტიპის ზეწოლა იქნება?


- არა იმდენად კომპრომატები, არამედ ეს იქნება დაშინება და ტერორი. თავინთი გუნდის ყოფილ წევრებზე შეიძლება განახორციელონ როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლა. თანაც, არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ რაც მოხდება დაბრალდეს ხელისუფლებას. ეს მიმართულება გაგრძელდება და არა მგონია, რომ ყრილობის შემდეგ დასრულდეს. გულწრფელად გითხრათ, როდესაც ბოკერიას ჯგუფი გამოვიდა სააკაშვილის წინააღმდეგ, მეგონა, რომ მათ გარკვეული მუშაობა პარტიის შიგნით ჩატარებული ჰქონდათ და ვფიქრობდი, რომ მომხრეებიც ჰყავდათ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი