logo_geo
გოგლა ჟვანია: ჯობდა, მაჭავარიანი საერთოდ არ გამოჩენილიყო
- +

13 დეკემბერი. 2016. 18:04




რამდენიმე დღის წინ, გადაცემა „არჩევანი" ზურაბ ჟვანიას საქმეზე საუბარს დაეთმო. სტუმრებს შორის იყო ყოფილი პარლამენტარი მიხეილ მაჭავარიანი. მის განცხადებებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ეხმიანება და ამბობს, რომ ჯობდა, მაჭავარიანი საერთოდ არ გამოჩენილიყო. მისი თქმით, ყველა, ვინც იმ დღეს „რუსთავი 2"-ის სტუდიაში იჯდა, სააკაშვილის მითითებების შემსრულებელია.

 

„მაჭავარიანი 9 წელიწადი ხელისუფლებაში იყო და რაღაც არ მახსენდება, ზურაზე ელაპარაკა, სულ სააკაშვილის დამსახურებებზე ლაპარაკობდა. ზურას დამსახურებები ახლა გაახსენდა? მაჭავარიანიც და სხვებიც, რომლებიც გასულ კვირას „არჩევანში" მონაწილეობდნენ, მეცოდებიან, ისინი საკუთარ თავს არ ეკუთვნიან, იძულებულები არიან, ტყუილები ილაპარაკონ. ჯობდა, მაჭავარიანი საერთოდ არ გამოჩენილიყო.

 

ყველა, ვინც „რუსთავი 2"-ის სტუდიაში იჯდა, სააკაშვილის მითითებების შემსრულებლები და მისი სურვილების გამხმოვანებლები არიან", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი