logo_geo
მარინა მოლოდინი მაჭავარიანს: შე კაი კაცო, თუ მეგობრობა არ შეგიძლია, ენას კბილი მაინც დააჭირე!
- +

13 დეკემბერი. 2016. 18:43



 

„შე კაი კაცო, თუ მეგობრობა არ შეგიძლია, ენას კბილი მაინც დააჭირე და ასეთი სიბინძურეები აღარ მოიგონო?!", - ამბობს ყოფილი პარლამენტარი მარინა მოლოდინი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში მიხეილ მაჭავარიანის მისამართით.

 

„ცარიელი სიტყვებია, რომ, თურმე იმქვეყნად პირნათელი შეხვდება ზურას. პირობას გაძლევთ, რომ ზურაბ ჟვანია და მიშა მაჭავარიანი იმქვეყნად ერთმანეთს ვერ შეხვდებიან. მათ იმდენი სიბინძურე და ბოროტება ჩაიდინეს ზურასა და მისი ოჯახის წინაშე, რომ ჯოჯოხეთის ალში დაიწვებიან!

 

ჟვანიას არა მხოლოდ მაჭავარიანი, არამედ ბევრი სხვაც ღალატობდა და თუ ენას კბილს არ დააჭერენ, იძულებული გავხდებით, სიმართლე ვთქვათ. მათგან განსხვავებით, დღემდე ვინახავთ და არ ვამზეურებთ გუნდის შიდა სამზარეულოს. თუ ოდნავ მაინც აქვთ ნამუსი და შერჩათ ვაჟკაცობის მარცვალი, მინდა, საბოლოოდ გავაფრთხილო - ეს იყოს უკანასკნელი! გამოძიების დასრულებამდე ამ თემაზე საუბრისგან თავი შეიკავონ!" - განაცხადა მარინა მოლოდინმა.



შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ტელკომპანია „რუსთავი 2"-მა გარდაცვლილ ზურაბ ჟვანიას საქმის განხილვას გადაცემა „არჩევანი" მიუძღვნა, სადაც საქმის ირგვლივ ზურაბ ჟვანიას მეგობრებმა ისაუბრეს. მათ შორის იყო ყოფილი პარლამენტარი მიხეილ მაჭავარიანიც, რომელიც ზურაბ ჟვანიას მეგობარია. გადაცემაში მოწვეულმა რესპონდენტებმა 2005 წლის 3 თებერვალი გაიხსენეს.

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი