logo_geo
სანდრო ბრეგაძე „ქართული მარშიდან“ მიდის!
- +

14 ნოემბერი. 2017. 22:32


 

„ქართული მარშის" ლიდერი, მოძრაობა „ეროვნულების" დამფუძნებელი სანდრო ბრეგაძე მარშის დაშლასთან დაკავშირებით გაზეთ „ალიას" ესაუბრა:


„სიმართლე გითხრათ, უკვე დავიღალე ამდენი შანტაჟისგან და ამდენი უმადურობისგან. მე, რა თქმა უნდა, არავისთვის არასდროს არ შემიგინებია, არც მიბილწსიტყვავია და აღნიშნულ მდგომარეობაში, შემიძლია ავდგე, განზე დავდგე და ვთქვა - აი, ნახეთ, რა კარგი ბიჭი ვარ? არაფერი არ მეხება და ჩემი თანამებრძოლები რას აკეთებენ, ჩემი საქმე არ არის-თქო, ვთქვა. ამას ვერ ვიტყვი, რადგან ვიცი, ჩემს თანამებრძოლებს ეს ვიდეოები, ყველაფერი დაუმონტაჟეს, ეს ყველაფერი კეთდება სპეციალურად შურისძიების მიზნით, რადგან ეს ადამიანები საქართველოსთვის იბრძვიან და ქართველი ერისთვის იბრძვიან. აქედან გამომდინარე, მე მომდის ასეთი აზრი, რომ ზოგადად, ეს ხალხი არ იმსახურებს „ქართულ მარშს" და თუ ასე უნდათ, „ქართული მარში" დაიშლება! შემდეგ თუ უნდათ, ლგბტ დროშა თითოეულ სახლზე გამოუკიდიათ და რაც უნდათ, ის უქნიათ! იმის მაგივრად, რომ გვერდში დაგვიდგნენ და ერთად ვიბრძოლოთ ეროვნული ფასეულობების გადასარჩენად, ჭორიკნობენ, ჭორაობენ და გვარამიას კანტორაში, ბოკერიასა და ჩერგოლეიშვილის დავალებით შექმნილ ვიდეომონტაჟებს ავრცელებენ და შემდგომში იქ ნიშნის მოგებით აკეთებენ რაღაც კომენტარებს. შე კაი დედმამიშვილო, ჯერ ის გაარკვიე, ეს ვიდეო ნამდვილია თუ არა, მონტაჟია თუ არა და შემდეგ დაწერე რამე!" - განაცხადა ბრეგაძემ.


ჟურნალისტის კითხვაზე, „ქართული მარშის" დაშლის შესახებ საკითხს ბრეგაძე უახლოეს მომავალში თათბირზე დააყენებს თუ არა ასე პასუხობს:


„რა თქმა უნდა! ეს არ არის მარტო ემოციურად ნათქვამი ფრაზა! მე კი არ ვშლი „ქართულ მარშს", მე განზე გავიწევი და ვისაც რაც უნდა ის გააკეთოს. „ქართული მარში" სანდრო ბრეგაძის გარეშეც იარსებებს და თავის საქმეს გააკეთებს, მაგრამ მე განზე გავიწევი, რადგან ვხედავ, რომ როგორც უკვე გითხარით, ეს ხალხი არ იმსახურებს „ქართულ მარშს"! ეს ხალხი იმსახურებს მორალური მეტრის რანგში მამათმავლებს! დღეს ხომ იძახიან, თანაბრები უნდა ვიყოთო? ხვალ უკვე დააძალებენ მათ შვილებს, რომ იყვნენ მამათმავლები და მერე თავში ხელებს რომ შემოირტყამენ, გვიანი იქნება!"- აღნიშნა ბრეგაძემ.





 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი