logo_geo
ზურაბ ჯაფარიძე: ვიცი ზუსტად, რომ ვარღვევთ კანონს, მაგრამ ფეხებზე მკიდია...
- +

14 დეკემბერი. 2016. 01:37


ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის" წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემა „არჩევანში" მარიხუანის დეკრიმინალიზაცისთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ  ადამიანს შეუძლია, საკუთარ სხეულს ის უქნას, რაც უნდა.


„ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა ის, რომ სხეული ადამიანის საკუთებაა. ჩვენი ლოზუნგია, რომ ადამიანს შეუძლია, საკუთარ სხეულს ის უქნას, რაც უნდა. არასწორია ის მიდგომა, რომ ადამიანები არიან სულელები, აქეთ კი გრძნეული ქურუმები არიან შეკრებილები, რომლებმაც იციან, როგორ მოუარონ, რა დაუშალონ ან რისი უფლება მისცენ. არ ვაღიარებ საზოგადოების არცერთი ნაწილის აზრს, რომ მან განმისაზღვროს, ჩემს სხეულს რა ვუქნა.

 

ვერ იპოვით ქვეყანას, სადაც აფთიაქში ორნახადი არაყი იყიდება, მაგრამ იყიდება სამაგიეროდ მარიხუანას. ვიცი ზუსტად, რომ ვარღვევთ კანონს და მემუქრება 8-12-წლიანი ციხე, მაგრამ ფეხებზე მკიდია", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი