logo_geo
რა წერია ექსპერტ კახა ერისთავის დასკვნაში ზურაბ ჟვანიას საქმეზე?
- +

14 დეკემბერი. 2016. 15:56


 

„სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები ზაზა ოქრუაშვილი (აწ გარდაცვლილი) და კახა ერისთავი შემთხვევის ადგილზე ერთად მივიდნენ. მისივე თქმით, შემთხვევის ადგილი „შემთხვევის ადგილს" არ ჰგავდა, ზურაბ ჟვანიას გვამი ლოჯიაში პირაღმა იატაკზე იწვა, ხოლო უსუპოვის - გასასვლელში - ლოჯიიდან სამზარეულოში", - წერს გაზეთი „ასავალ-დასავალი" სტატიაში, სადაც ზურაბ ჟვანიას საქმის დეტალებზე საუბრობს. გამოცემა აქვეყნებს ექსპერტ კახა ერისთავის ჩვენებას ყოფილი პრემიერის საქმეზე.


„კახა ერისთავს დადასტურებული აქვს, რომ ჟვანის ქვედა ტუჩზე ნაჭდევი ჰქონდა, ხოლო თავზე - თხემის არეში ხელით ესინჯებოდა შემაგრებული ადგილი.

 

კახა ერისთავი: „ტუჩზე ნაჭდევი ვერტიკალური იყო, ჟვანიას თვითონვე რომ ეკბინა, ჰორიზონტალური ჭრილობა დააჩნდებოდა. ხელოვნური სუნთქვის ჩატარებისას ტუჩზე ნაჭდევი არ ვითარდება, ის ჩნდება მხოლოდ კბენის შედეგად. ტუჩზე აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა, ეს იყო სიცოცხლისდროინდელი, მოწითალო ფერის სისხლჩაქცევა, განვითარებული იყო ფუფხი. ნაჭდევი სიკვდილის შემდეგ რომ გაჩენილიყო, ფუფხი არ წარმოიქმნებოდა - მკვდრის კანზე ფუფხი არ ჩნდება. აქ იყო რაღაც მკვრივი საგნის ზემოქმედება სიცოცხლის პერიოდში. თავის არეში ჰქონდა შემაგრებული ადგილი. ცხიმგროვა რომ ყოფილიყო, თავის ტრეპანაციის დროს თეთრი ფერი გამოჩნდებოდა", - წერს გამოცემა.

 

როგორც ერისთავის ჩვენებიდან ირკვევა, იგი არ იზიარებს ექსპერტ ლევან ჩაჩუას შეხედულებას ჟვანიას ტუჩის დაზიანებასთან დაკავშირებით.

„კახა ერისთავი არ იზიარებს ლევან ჩაჩუას შენიშვნას - ჟვანიას სიცოცლისდროინდელი ნაჭდევი რომ ჰქონოდა, პირის ღრუში სისხლი აღმოაჩნდებოდაო.

 

კახა ერისთავი: „პირის ღრუში ტუჩის ნერწყვით გამორეცხვა ხდება, ამასთანავე, აქ იყო კაპილარების დაზიანება და არა სისხლძარღვის".

 

კახა ერისთავის ჩვენებით, რაულ უსუპოვსაც ნაჭდევი ჰქონდა - მარჯვენა ხელის მეორე თითზე: „უსუპოვს თითის არეში ისეთი ნაჭდევი ჰქონდა, სკამი რომ დაგეცემა". ლევან ჩაჩუას მიერ შედგენილ სასამართლო-სამედიცინო დასკვნაში უსუპოვის თითზე არსებული ნაჭდევი არ ფიქსირდება, არც ნაჩხვლეტები, რომელიც მას მკერდის არეში ჰქონდა", - წერს „ასავალ-დასავალი".



გაზეთი „ასავალ-დასავალი" ნეიროქირურგების ირაკლი ჭელიშვილისა და გოჩა ჩუტკერაშვილის დასკვნასაც აქვეყნებს ჟვანიას თავის ქალის მდგომარეობასთან დაკავშირებით:


„ზურაბ ჟვანიას თავის ქალაზე შეფასება სამი ნაწილისგან შედგება: 1. რბილ ქსოვილზე (რომელიც სკალპელით გაიხსნა და გადაიწია) აღმოჩენილი ლურჯი ფერის ლაქა დაჟეჟილობის შთაბეჭდილებას ტოვებს, ანუ რბილ ქსოვილზე არსებული საეჭვო უბნები დაჟეჟილობას უნდა შეესაბამებოდეს; 2. მაგარ გარსზე, ქალა-სარქველზე არსებული სამი ლაქა შეესაბამება შეშუპებას; 3. თავის ქალის ახდის შემდეგ, შიდა მხარეს, წერტილოვანი სისხლჩაქცევები უნდა იყოს". 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი