logo_geo
მაია ნიკოლეიშვილი: ექსჰუმაციის ჩატარება ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია!
- +

14 დეკემბერი. 2016. 15:57



დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ზურაბ ჟვანიას საქმის დეტალებთან დაკავშირებით საუბრობს. მისი თქმით, ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაცია აუცილებელია, რადგან შესაძლებელი იქნება დადგენა, სისხლჩაქცევები პათოლოგიის შედეგი იყო თუ არა.

 

„ექსჰუმაციის შედეგად შესაძლებელია, გაირკვეს, თავის ქალაზე არსებული საეჭვო უბნები ტრავმირებული დაზიანებაა თუ პათოლოგია. ყოფილმა მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, საიდუმლოდ ჩატარდა ექსჰუმაციაო, რისიც არ მჯერა. ასეთი ფაქტის გასაიდუმლოება, მითუმეტეს, საქართველოში, უბრალოდ, წარმოუდგენელია.

 

ამდენი წლის შემდეგ სისხლჩაქცევების ნახვა შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ ძვალზე ვსაუბრობთ. თუ თავის ქალაზე არსებული სისხლჩაქცევები პათოლოგიის შედეგი იყო, ძვლის სტრუქტურა ძალიან დიდხანს ინახება და ჯერ კიდევ შეიძლება ამის ნახვა. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით ნაკლები შანსია, სიმართლე დადგინდეს. ვფიქრობ, ექსჰუმაციის ჩატარება ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია!" - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი