logo_geo
თეა თუთბერიძე: მერაბიშვილმა „გაუჩალიჩა“ სააკაშვილს…
- +

16 დეკემბერი. 2016. 13:17



თეა თუთბერიძე გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ამბობს, რომ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სააკაშვილს ხელისუფლება თავზე დაამხო. თუთბერიძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც შესაძლოა, მერაბიშვილი ასე მოქცეულიყო.


 

„არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ვანო მერაბიშვილი გადაიყვანეს პრემიერ-მინისტრად და ეს საკადრო ცვლილება შეიფუთა ისე, რომ ქვეყნის „მთავარი ხერხემალი" სჭირდება მინისტრთა კაბინეტს სათავეში. თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის უკან სხვა გარემოება იდგა. თუ ვანო მერაბიშვილი არჩევნების მოგების შემთხვევაში უნდა ყოფილიყო პრემიერი, მაშინ არაფერი უშლიდა ხელს იმას, რომ ის ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი. ჩვენ კი დავინახეთ, რომ ის არათუ სიის პირველი ნომერი, სიაშიც კი არ ჩაუსვამთ. დიდი ვარაუდით, „ნაციონალური მოზრაობის" გამარჯვების შემთხვევაში,  ვანო მერაბიშვილი ვერ გახდებოდა პრემიერ-მინისტრი. იმ მიზეზებიდან გამომდინარე, რაც სააკაშვილისთვის ცნობილი გახდა და რის გამოც ის შს მინისტრიბიდან პრემიერ-მინისტრად გადაიყვანა. შესაბამისად, ამის გამო მერაბიშვილმა „გაუჩალიჩა" სააკაშვილს ის, რასაც მოჰყვა „ნაციონალური მოძრაობის" არჩევნებში დამარცხება.

 

ეს ადამიანი წლების განმავლობაში გახლდათ შს მინისტრი და პარალელურად აკონტროლებდა თითქმის ყველა უწყებას, გარდა თავდაცვის სამინისტროსი. ჩვენ ყველა სამინისტროში, გარდა ბაჩო ახალაიასი, გვყავდა ფორმალური მინისტრები, რადგან ყველა მათგანი კონტროლდებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ. ყველა ის პირი, რომელიც თავის დროზე, საკუთარ სამინისტროს თვითონ აკონტროლებდა, აღმოჩნდნენ გვერდზე გაწეული (კახა ლომაიათი დაწყებული, კახა ბენდუქიძით დამთავრებული) და მათ ადგილას დაინიშნენ კონტროლირებადი პირები. ამ გადასახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ვანო მერაბიშვილის „დამსახურება". ბაჩო ახალაია იყო ერთადერთი, ვინც პირდაპირ ექვემდებარებოდა პრეზიდენტს. ის იყო მიხეილ სააკაშვილის დასაყრდენი და სწორედ ამიტომ აღმოჩნდა დარტყმის ქვეშ თავისივე გუნდის მხრიდან. ბაჩო ახალაია სინამდვილეში შეეწირა ვანო მერაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირებას", - განაცხადა თეა თუთბერიძემ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი