logo_geo
„რუსეთთან არა ხისტი, არამედ სახელმწიფოებრივი პოლიტიკა გვმართებს“ - დაპირისპირება გიორგი ახვლედიანსა და თაკო ჩარკვიანს შორის
- +

17 ნოემბერი. 2016. 10:56


 

გადაცემა „პრიორიტეტის" ეთერში „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრ გიორგი ახვლედიანსა და პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.


„რუსეთთან არა ხისტი, არამედ სახელმწიფოებრივი პოლიტიკა გვმართებს. ვფიქრობ, მსგავსი პოზიცია „ქართული ოცნების" პოლიტიკაში არ ჩანს. დიპლომატია არ ნიშნავს არასახელმწიფოებრიობას. პირიქით, ის სახელმწიფოებრიობას მოიცავს და ამ ტონალობით საუბარი ნორმალური იქნებოდა. რუსეთს კი ჩვენს ტერიტორიაზე, მხოლოდ რუსეთის ჯარი უნდა", - განაცხადა ჩარკვიანმა.


თაკო ჩარკვიანის ამ განცხადებას ახვლედიანის გაღიზიანება მოჰყვა.


„ეს ქვეყანა 25 წელიწადია გაყიდული გაქვთ. თქვენ კი საერთოდ არ გაქვთ წარმოდგენა პოლიტიკაზე", - მიუგო ახვლედიანმა.




 

right_banner big_banner
არქივი