logo_geo
სოფო კილაძე: მარიხუანას ლეგალიზაციას ვერ დავეთანხმებით
- +

17 ნოემბერი. 2016. 10:57


 

„ინგა გრიგოლიას დღის ამბებში", „ქართული ოცნების" წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა სოფო კილაძემ მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას" ე.წ. მსუბუქ ნარკოტიკებთან დაკავშირებით ურყევი გადაწყვეტილება აქვს მიღებული.


„გირჩის" განცხადებას მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმებით. „ქართული ოცნების"  წინასაარჩევნო პროგრამაში აღვნიშნეთ, რომ ჩვენ ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკების მომხარებასთან მიმართებით, კონკრეტული სასჯელის ლიბერალიზაციას ვემხრობით. აქ საუბარი იყო მარიხუანაზე. ეს ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ.  გაერთიანება „გირჩის" წევრების მიერ დაანონსებული აქცია კი, მარიხუანას მოხმარების პოპულარიზაციაა და ეს არ არის სწორი.

 

„გირჩის" წევრები თუ ამ კონკრეტულ ინიციატივას, მარიხუანას დათესვას განახორციელებენ,  მაშინ სამართალდამცავი ორგანოები, კანონის საფუძველზე ვალდებულები იქნებიან, შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ", - აღნიშნა კილაძემ.


 

 

 

right_banner big_banner
არქივი