logo_geo
ვალერიან გორგილაძე: სააკაშვილს მთავარი ოპოზიცია საკუთარ პარტიაში გაუჩნდა
- +

17 ნოემბერი. 2016. 11:00



ანალიტიკოსი ვალერიან გორგილაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში, მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ოდესის ყოფილი გუბერნატორის პოლიტიკური პერსპექტივა უკრაინაში უფრო მიმზიდველად გამოიყურება.


„იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლების მიმართ უკრაინელების განწყობა სულ უფრო ნეგატიური ხდება, სააკაშვილს წარმატების მიღწევის შანსი უჩნდება, თუმცა, ამ ეტაპზე იმის განსაზღვრა, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, შეუძლებელია.

 

სააკაშვილის პოლიტიკური პერსპექტივა ბევრად მიმზიდველად გამოიყურება უკრაინაში, ვიდრე საქართველოში. მეტიც, მას უკრაინის ოპოზიციურ ფლანგზე ბრძოლა უფრო აქტიურად მოუწევს, რაც იძულებულს გახდის, „ნაციონალური მოძრაობისგან" დისტანცირება მოახდინოს და პარტიაზე საკუთარი გავლენებიც მაქსიმალურად შეასუსტოს", - აღნიშნავს გორგილაძე.

 

 

გორგილაძის აზრით, უკრაინის პრეზიდენტმა სააკაშვილის თავიდან მოშორება შედარებით რბილად სცადა და თავად მას მისცა შესაძლებლობა, პოსტიდან გადამდგარიყო.


„უკრაინაში ბრძოლა მას პოლიტიკურ სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს, ყოველ შემთხვევაში, მაქსიმალურად შეეცდება, ფსონი უკრაინაზე დადოს, სხვა პერსპექტივა არ აქვს, მით უმეტეს, რომ სამშობლოში მას მართლმსაჯულებაც დევნის. რაც შეეხება ექსტრადირების საკითხს, ამ მხრივ ბევრი რამ აშშ-ის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული. საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობის ნორმალიზაცია სააკაშვილის გადადგომის შემდეგ უფრო ინტენსიური გახდება", - განაცხადა ანალიტიკოსმა.

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი