logo_geo
გოგლა ჟვანია: ზურას სამი საათი ამ ბინაში რომ გაეტარებინა, დნმ ერთ ნამწვზე კი არა, ძალიან ბევრზე აღმოჩნდებოდა
- +

17 დეკემბერი. 2016. 11:51



ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ამბობს, რომ იმ სახლში, სადაც ჟვანია გარდაცვლილი იპოვეს, დნმ მხოლოდ სიგარეტის ერთ ნამწვზე აღმოჩნდა და დასძენს, რომ მის ძმას სამი საათი იმ ბინაში რომ გაეტარებინა, დნმ ბევრ ნამწვზე აღმოჩნდებოდა.

 

„იმ ბინაში ბევრი ადამიანის დნმ აღმოჩნდა, მათ შორის, ძაძამიასი. არ აღმოჩნდა ზურას და უსუპოვის თითის ანაბეჭდები. ზურას დნმ იპოვეს სიგარეტის ერთ ნამწვზე, რომელიც იქ საიდანღაც მიიტანეს. ასევე ჭიქაზე, რომელზეც ბინის პატრონმა თქვა, ეს ჭიქა ჩემი არ არის, არ ვიცი, საიდან მოიტანესო და ხალათზე, რომელიც ზურას აუზზე დაჰქონდა. ზურა ყოველდღე დადიოდა აუზზე, მისი სპორტული ჩანთა დაცვას დაჰქონდა. დაცვას არც იმ ბინაში გაუჭირდებოდა ამ ჩანთის შეტანა. ზურას სამი საათი ამ ბინაში რომ გაეტარებინა, დნმ ერთ ნამწვზე კი არა, ძალიან ბევრზე აღმოჩნდებოდა, ფანჯარასაც გახსნიდა და, გაზი რომც ყოფილიყო, სიკვდილს არ გამოიწვევდა", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.



 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი