logo_geo
სიმონ კილაძე: ე.წ. მტკიცებულებები თვითონ შექმნეს - სამსახურებრივი მოვალეობა დანაშაულად ჩამითვალეს
- +

17 დეკემბერი. 2016. 15:54


 




პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის იმჟამინდელი მთავარი მრჩეველი სიმონ კილაძე პირველი იყო, ვინც ჯაშუშობის ბრალდებით 2006 წელს დააკავეს - თითქოს სპეცსამსახურებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას აწვდიდა. შს მაშინდელი მინისტრის ვანო მერაბიშვილის დავალებით, კილაძეს დაემუქრნენ, თუ დანაშაულს არ აღიარებდა, მის შვილებს ფიზიკური განადგურების საფრთხე შეექმნებოდათ. საბოლოოდ, კილაძე იძულებული გახდა, დანაშაული ეღიარებინა, რის შემდეგაც ერთწლიანი პატიმრობა და 5-წლიანი პირობითი მსჯავრი დაედო.


„კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში სიმონ კილაძე ამბობს, რომ მას რეალურად არანაირ საიდუმლო მასალაზე არ მიუწვდებოდა ხელი.


„არანაირ საიდუმლო მასალაზე არ მიმიწვდებოდა ხელი. ამისათვის სპეციალური უფლებამოსილებაა საჭირო, რაც მე არ მქონდა. ღიმილის მომგვრელია, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსად არის მითითებული არც ქვეყანა და არც სპეცსამსახური, რომლის სასარგებლოდაც თითქოს ვჯაშუშობდი.

 

ე.წ. მტკიცებულებები კი თვითონ შექმნეს - ჩემს მიერ ელფოსტით გაგზავნილი მასალებიდან შეადგინეს და ჩემი სამსახურებრივი მოვალეობა დანაშაულად ჩამითვალეს. დღემდე მაქვს შენახული ერთ-ერთი ე.წ. მტკიცებულება - პრესსამსახურის მიერ მომზადებული ღია ბიულეტენი ჟურნალისტებისთვის, რომელშიც წუთობრივად არის გადმოცემული პრეზიდენტის უცხოური ვიზიტი", - აცხადებს სიმონ კილაძე.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი