logo_geo
„2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები ნაცსექტის ისტორიაში ტეხილია...“
- +

17 ნოემბერი. 2016. 11:39



„ნაცებს გორის ციხიდან გადმომხტარი იეღოველების სიგიჟით სჯეროდათ, რომ 2016 წლის 8 ოქტომბერს არჩევნებს მოიგებდნენ, თუმცა, „ურწმუნო თომები" მათაც გამოერივნენ", - ამის შესახებ გაზეთი „ასავალ-დასავალი" წერს. გამოცემის თქმით, პირველი, ვინც „ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვებაში ეჭვი შეიტანა, ძმები კუბლაშვილები იყვნენ.

 

„პირველად ამ ამბავში ცნობილ ტყიბულელ აფერისტებს - პალიკო და კოტიკო კუბლაშვილებს შეეპარათ ეჭვი, ამიტომაც ადგნენ და ნაცსექტიდან მოძუძგეს! მათ წასვლაში დიდი როლი ითამაშა გიორგი ვაშაძემ, რომელიც სააკაშვილის წინ კოხტაპრუწობდა და ლიდერობას ლამობდა, მაგრამ ბოკერიასთან და გოკა გაბაშვილთან ჭიდილში მანაც ვერაფერი გააწყო და „გაგირჩდა".

 

ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, ნაცსექტიდან გიორგი ვაშაძის აბარგებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ერთმა ცნობილმა ქართველმა მილიარდერმა, რომელიც ვაშაძის ცოლის უახლოესი ნათესავიაო!

 

ცოტა უფრო ადრე ანდრო ბარნოვმაც დაწყევლა თავისი სექტა და „ვირეშმაკოლოგ" ბოკერიას ისიც გაემიჯნა...

 

2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები ნაცსექტის ისტორიაში ტეხილია..." - წერს გაზეთი „ასავალ-დასავალი".


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი