logo_geo
„პატიმარი ქალები, რომლებსაც 3 წლამდე შვილები ჰყავთ, შაბათ-კვირას დაწესებულების გარეთ, შვილებთან ერთად გაატარებენ“
- +

18 დეკემბერი. 2016. 19:51



სასჯელაღსრულების მინისტრმა კახა კახიშვილმა, ტელეკომპანია „იმედის" ეთერში მომავალი წლისთვის დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. როგორც კახიშვილმა აღნიშნა, შინაპატიმრობა შესაძლოა აღმკვეთი ღონისძიების სახითაც იყოს გამოყენებული. კახიშვილმა ასევე ისაუბრა, ქალ პატიმრებზე, კერძოდ, დედებზე, რომლებსაც 3 წლამდე შვილები ჰყავს.


„როგორც არასრულწლოვნების მიმართ მოქმედებს, ვგეგმავთ, რომ სრულწლოვნების მიმართაც, ნაკლებად მძიმე დანაშაულზე, სანქციის სახით გაიწეროს შინაპატიმრობა.

 

3 წლამდე ბავშვები ვისაც ჰყავს, განშორება ძალიან რთულია. ამიტომ, განშორების მომენტი ძალიან მტკივნეული რომ არ იყოს, ასეთი რამე მოვიფიქრეთ - თუ პატიმარ ქალს ჰყავს 3 წლამდე შვილი, წლის მანძილზე მიეცემა საშუალება, შაბათ-კვირა შვილთან ერთად, დაწესებულების გარეთ გაატაროს. ასევე გვაქვს ბევრი სხვა ინიციატივა, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ ადამიანის უფლებების განმტკიცებასთან", - განაცხადა კახა კახიშვილმა.


 

big_banner
არქივი