logo_geo
ალექსანდრე ჯეჯელავა: განათლების სამინისტრო „თავისუფალ გაკვეთილებს“ დააფინანსებს
- +

19 დეკემბერი. 2016. 11:13


 



„სიახლე ისაა, რომ დავაფინანსებთ „თავისუფალ გაკვეთილებს". ეს არის ფაქტობრივად გახანგრძლივებული, რომელსაც აფინანსებს სახელმწიფო. ოღონდ ნებაყოფლობითია", - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, საწყის ეტაპზე აღნიშნულ პროგრამაში ისეთი სკოლები ჩაერთვებიან, სადაც გახანგრძლივებული არ არის.

 

 „თავისუფალ გაკვეთილებს" საწყის ეტაპზე იმ სკოლებში დავიწყებთ, სადაც გახანგრძლივებული არ არის.  ამ მიმართულებით შევძლებთ დაახლოებით 2-3 მილიონი ლარი დავხარჯოთ. ეს თანხა სოლიდურია, მაგრამ 2 000 სკოლაზე რომ გავყოთ, ცოტაა, ამიტომ თავიდან აქცენტს ისეთ სკოლებზე გავაკეთებთ, სადაც გახანგრძლივებული და სხვადასხვა წრე არ არის. გრძელვადიან პერიოდში, ვფიქრობთ, ყველა სკოლას გავწვდებით. მნიშვნელოვანია, რომ „თავისუფალი გაკვეთილების" ჩასატარებლად მოპოვებული გრანტი წავა ისევ მასწავლებლის ჯიბეში და სკოლის ადმინისტრაციაში, ინფრასტრუქტურის, პატარა ლაბორატორიის, შესაბამისი ნივთების შესაძენად", - განაცხადა მინისტრმა.



ჯეჯელავას განცხადებით, „თავისუფალი გაკვეთილების" მონიტორინგს სამინისტრო განახორციელებს.

 

„თავისუფალი გაკვეთილების" მონიტორინგს სამინისტრო განახორციელებს. გარდა ამისა, მშობლები, ონლაინსივრცეში ღიად დააფიქსირებენ მოსაზრებას და პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდება. თავიდან შევარჩევთ ისეთ სკოლებსა და მასწავლებლებს, რომლებსაც პოზიტიური რეპუტაცია აქვთ. აუცილებელი პირობაა, საგანი თუ საკითხი თავად ბავშვებმა აირჩიონ. 6 თვეში, 43 რაიონში, 13 ათასამდე პედაგოგს შევხვდი. რუსულის პედაგოგები მეუბნებიან, საათები არ გვყოფნისო. ვეუბნები მათ, რომ თუ ხალხს შეკრებენ, „თავისუფალი გაკვეთილის" ფორმატში ექნებათ რუსულის წრე. ეს სასწავლო პროგრამის განტვირთვის საშუალებაცაა. მასში ზოგი ისეთი რამაა შეტანილი, რაც შეიძლება „თავისუფალი გაკვეთილის" ფორმატში გადმოვიტანოთ. მითუმეტეს, ეროვნული სასწავლო გეგმის გადახედვას ვაპირებთ და გვინდა, ზედმეტი თუ რამეა, სავალდებულო საათებიდან ამოვიღოთ. მგონია, ასეთი ბევრი საკითხი იქნება, რადგან ბავშვები ძალიან  დატვირთულები არიან", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი