logo_geo
ირაკლი გედენიძე: ჩვენი დაპატიმრება სხვებისთვის გაფრთხილება იყო
- +

19 დეკემბერი. 2016. 11:14


 


ჯაშუშობაში ბრალდებული და საქართველოს ექს-პრეზიდენტის ყოფილი პირადი ფოტოგრაფი  ირაკლი გედენიძე, გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში თავისი დაკავების დღეს იხსენებს.


„დაძინებას ვაპირებდით, კარზე ბრახუნი რომ გაისმა. ვიკითხე, ვინ ხართ-მეთქი. მიპასუხეს, პოლიციიდან ვართ, მეზობლის ბინა გატეხეს და დახმარება გვჭირდებაო. ჩავიცვამ და კარს ახლავე გაგიღებთ-მეთქი, მაგრამ ურდული გავხსენი თუ არა, შემოცვივდნენ და ის ტექსტი, რასაც დაკავებისას კითხულობენ ხოლმე, სხაპასხუპით წაიკითხეს, ანუ გამაცნეს, რისი უფლებები მქონდა.

 

ყველაფერ ამას ვიდეოკამერით იღებდნენ. 7 თუ 8 კაცი იყო, ერთი კი - ქალბატონი. ქალბატონი იმიტომ ახლდათ, რომ ჩემი მეუღლის, ნათიას აყვანასაც აპირებდნენ. შემდეგ ტელეფონები გამოგვართვევინეს და სახლის ჩხრეკა დაიწყეს.

 

გამიკვირდა და ვიფიქრე, რომ ვიღაცას ძალიან არ მოვწონდი და რაღაცის დაბრალებას ცდილობდა ან უბრალოდ, გაუგებრობა იყო", - აღნიშნა ფოტოგრაფმა.

 

ფოტოგრაფი ინტერვიუში იმ დღეს მომხდარ ერთ-ერთ საეჭვო შემთხვევასაც იხსენებს.


„როცა ამ მიმართულებით არ ფიქრობ, ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ აქცევ, თუმცა ერთი-ორჯერ, გზაზე, სამსახურიდან შინ რომ მივდიოდი მანქანით, ადგილი რაღაც პროვოკაციულ ქმედებას ჰქონდა. ჩემთან ერთად თანამშრომელი გოგონაც იყო, რომელიც ასევე, საბურთალოზე ცხოვრობდა... უცხო მანქანამ გადამასწრო ანუ გზა ჩამიჭრა, რაზეც ძალიან გავბრაზდი.

 

ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი, ფოტოგრაფების დაჭერა 26 მაისის სისხლიანი კადრების გავრცელებას უკავშირდება. ჩვენი დაპატიმრება გაფრთხილება იყო, რომ თუკი ასე მოიქცევით, იგივე ან უარესი დაგემართებათო. გამოძიება უნდა ჩატარდეს და ყველას დანაშაული დოკუმენტებით „გამაგრდეს", - განაცხადა ირაკლი გედენიძემ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი