logo_geo
გიორგი უძილაური: ერთ-ერთმა მოქალაქემ ყანაში მდგარ ხეში რეკორდული ფასი - 60 000 მოითხოვა
- +

19 დეკემბერი. 2016. 13:26


„დენდროლოგიურ პარკში, ზამთრის დადგომასთან ერთად, ხეების გადარგვა განახლდა, თუმცა ამ შემთხვევაშიც „ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირებული მედიასაშუალებები ისევ დეზინფორმაციას ავრცელებენ", - ამის შესახებ „ქართუ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური გაზეთ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში საუბრობს.

 

„რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი ჟურნალისტის მფლობელობაში არსებული სააგენტო „გურიის მოამბის" სტატიის მიხედვით, თითქოს  ბიძინა ივანიშვილს სურდა გურიის ერთ-ერთი სკოლის ეზოდან დენდროლოგიურ პარკში ჭადრის ხის გადარგვა. ამას წერენ  იმ ადამიანზე, რომელმაც ასობით სკოლა ააშენა, გაარემონტა, აღჭურვა და თურმე ახლა ბავშვებს ხის წართმევას უპირებს. ითქვა ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში 45 ათას დოლარად ბაობაბის ხე შეიძინა. როგორც ჩანს, „გურიის მოამბის" ჟურნალისტისთვის იმდენად ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებისთვის სიმართლის მიწოდება, იმასაც კი არ დაუკვირდა, რომ ბაობაბის ხე საქართველოში არ ხარობს", - აცხადებს უძილაური,


მისივე განმარტებით, ის იყო რელიქტური ხე „გინკგო ბილობა", თუმცა დენდროპარკის წარმომადგენლება არ ჩათვალეს ეს ხე საინტერესოდ  პარკისთვის.


რაც შეეხება ფასებს, უძილაურის ინფორმაციით, ძირითადად, ხეების ფასი 5 ათასის ფარგლებშია, მხოლოდ სამი ხეა შეძენილი 15 000-ად, მათი უნიკალობიდან გამომდინარე, ამას შეიძლება დაემატოს მეოთხე ხეც, იმავე ფასში.


კითხვაზე, რომ „გურიის მოამბის" ჟურნალისტი ასახელებს ფასს -  45 000 დოლარს, „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი პასუხობს:


„გურიის მოამბის" ჟურნალისტი სწორედ ამიტომ ასახელებს ასეთ აბსურდულ ფასებს, რომ ეს პროცესი არ შედგეს. ეს დაინტერესება ჩანს ამ სააგენტოს მთელ სამარცხვინო პოლიტიკაში ხეების გადარგვის გაშუქების მიმართ. მსგავსი ფასები არსად არ თქმულა. მაგრამ ჟურნალისტი მიზანმიმართულად ასახელებს ამ ციფრებს და მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს. მართალია, შემოთავაზებები ძალიან ბევრია და ბევრს უარს ვეუბნებით. მაგალითად მაგნოლიაში, რომლის არჩევანიც ძალიან დიდია, 2000-ზე მეტი არ გადაგვიხდია, ერთ-ერთმა მოქალაქემ რეკორდული ფასი მოითხოვა. მან თავის  ყანაში მდგომ ხეში ითხოვა  - 60 000. რასაკვირველია. მას მარტივად ეთქვა უარი. დენდროპარკში ჩვენ 50 ხის გადმორგვას ვაპირებთ, მაშინ როცა 200-მდე ვარიანტია შემოთავაზებული. და როცა შემოთავაზებული ხის ფასის არარეალობის გამო, უარს იღებენ,  მოგვიანებით ზოგიერთი აცნობიერებს და უკან ბრუნდება უფრო ადეკვატური შემოთავაზებით", - აცხადებს უძილაური.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი