logo_geo
„მთელი ტელევიზია ველოდებით პასუხს კითხვაზე, რატომ სცემეს გიორგი გასვიანი“
- +

19 დეკემბერი. 2016. 22:40


 


ტელეკომპანია ,,იბერიას" საინფორმაციო სამსახურის უფროსის ვახტანგ ხუზმიაშვილის განცხადებით, ტელევიზია ითხოვს პასუხს კითხვაზე, რატომ სცემეს გიორგი გასვიანი. ამის შესახებ უზმიაშვილმა „პრაიმტაიმთან" ისაუბრა. ვახტანგ ხუზმიაშვილი შსს-ს ადეკვატურ რეაგირებას სთხოვს და ამბობს, რომ ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯოს.


,,გიორგი გასვიანის დაკითხვა დასრულდა. გუშინ, საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, სადაც აღმოუჩინეს  სამედიცინო დამხარება. მთელი საინფორმაციო სამსახური და ტელევიზია ველოდებით პასუხს კითხვაზე, რატომ სცემეს გიორგი გასვიანი და მოვითხოვთ საქმის სასწრაფოდ გამოძიებას და დამნაშავეების დაკავებას.

 

ეს არ არის ერთი გიორგი გასვიანის პრობლემა, როცა მოქალაქეს პოლიცია იარაღს ადებს შუბლზე, ურტყამს და აგინებს.  ეს არის ქვეყნის პრობლემა და სახელმწიფო უნდა იყოს ადეკვატური და ასეთი არაადამიანები უნდა დასაჯონ სიმკაცრით, რომ სხვას არ გაუჩნდეს სურვილი ასეთი რამე გააკეთოს", - განაცხადა ხუზმიაშვილმა.


 

big_banner
არქივი