logo_geo
„კომუნალური გადასახადების დაფინანსება იმ მოქალაქეებმა უნდა მიიღონ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ“
- +

20 დეკემბერი. 2016. 01:25


 


თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ გადაცემა 2030-ში განაცხადა, რომ კომუნალური გადასახადების დაფინანსება მხოლოდ იმ მოქალაქეებმა უნდა მიიღონ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.


„ეს არიან ადამიანები, რომლებსაც 200 000 სარეიტინგო ქულა და უფრო დაბალი მაჩვენებელი აქვთ და ანაზღაურება ხარჯიდან გამომდინარე მოხდება. ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო. ამ გადაწყვეტილებით 15 მილიონი ლარი გამოთავისუფლდა, რამაც საშუალება მოგვცა, თანხა სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადაგვენაწილებინა", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.


მისი თქმით,  სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის მიმართულებით, დედაქალაქის ხელმძღვანელობას მიღებული აქვს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ თუ საჭირო გახდა, გაწეული ეკონომიის ხარჯზე და მოძიებული რესურსებით, წლის მანძილზე სასტარტო თანხაზე თანხის დამატება მოხდება.


„ვისაც თბილისის მერიისთვის ამ ტიპის დახმარებისთვის მოუმართავს და, ვისაც დადგენილი წესით დახმარება ეკუთვნოდა, ყურადღების გარეშე არავინ დარჩენილა და ეს 2017 წელსაც ასე იქნება", - განაცხადა ლექვინაძემ.  


 

big_banner
არქივი