logo_geo
სოფო კილაძე: დღეს ადამიანის უფლებების მასობრივი ხელყოფა არ ხდება
- +

17 ნოემბერი. 2016. 12:51



„ინგა გრიგოლიას დღის ამბებში" „ქართული ოცნების" წევრმა და ახლა უკვე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ისაუბრა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ" საზოგადოების უმთავრესი დაკვეთა შეასრულა და ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა განახორციელა.  

 

„ადამიანის უფლებების დაცვა ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა და მას ჩვენი გუნდი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. ჩემთვის კი ამ კომიტეტის ხელმძღვანელობა უდიდესი პასუხისმგებლობაა.  

 

ჰუმანური, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ქვეყანა - საზოგადოების ეს დაკვეთა სწორედ „ქართულმა ოცნებამ" განახორციელა. წინა ხელისუფლების დროს ეს უფლებები  ფეხქვეშ იყო გათელილი. დღეს ადამიანის უფლებების მასობრივი ხელყოფა არ ხდება, სახელმწიფო არ არის ძალადობის იარაღი და ის მოქალაქეებს არ აღიქვამს მიზნის მიღწევის ობიექტებად", - აღნიშნა კილაძემ.


 

 


 

right_banner big_banner
არქივი