logo_geo
დავით ჭიჭინაძე: ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ადამიანი ნებისმიერი ქვეყნისთვის მადლია
- +

21 დეკემბერი. 2016. 13:35



 

„ბიძინა ივანიშვილი ღირსეული ადამიანია და ჩვენს ხარჯზე არ ცხოვრობს", - ამის შესახებ ისნის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, ის ბიძინა ივანიშვილს პირადად  არ იცნობს და მაჟორიტარობა, უბრალოდ სომეხი მეგობრების თხოვნით გადაწყვიტა.


„ჩვენ ბიძინა ივანიშვილისგან ბევრი სარგებელი გვინახავს და, საერთოდ, მადლიერება კარგი გრძნობაა... სამწუხაროდ, არ ვიცნობ, მაგრამ ყველა, ვინც იცნობს, ამბობს, აბსოლუტურად სხვა ადამიანია და ისე არაა, როგორც ჟურნალისტები და ნაციონალები ხატავენო. სხვათა შორის, „ნაცმოძრაობის" მესმის - ხელიდან ამხელა ქვეყანა გამოგლიჯა. მოკლედ, ვთვლი, რომ ასეთი ადამიანი ნებისმიერი ქვეყნისთვის მადლია. რაც შეეხება ჩემს მაჟორიტარობას, სომეხი მეგობრების მოთხოვნა იყო", - განაცხადა ჭიჭინაძემ.


მაჟორიტარმა ინტერვიუში 1999 წლის მოწვევის პარლამეტზეც ისაუბრა. 1999-2004 წლების პარლამენტში, გაცდენების რაოდენობით, დავითი ჭიჭინაძე მეორე დეპუტატი იყო.

 

„1999-2004 წლების პარლამენტში გაცდენაზე არ სჯიდნენ, ახლა კი სჯიან. მაშინ ძალიან ახალგაზდა ვიყავი და მაინტერესებდა დეპუტატობა. საერთოდ, 90-იანი წლები ძალიან საინტერესო იყო და ყველა ყველაფერს სინჯავდა, რა გამოუვიდოდა. ვერ გეტყვით, რომ პირველი დეპუტატობა წარმატებული იყო - უფრო გაცნობითი ხასიათი ჰქონდა", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი