logo_geo
ავთანდილ ცქვიტინიძე: მოდის კეთება რთულ პერიოდში დავიწყე...
- +

21 დეკემბერი. 2016. 15:48


 

 

დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე ჟურნალ „თბილისელებთან" საუბრისას იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც მოდის ბიზნესი დაიწყო. თავად როგორც აღნიშნავს, საკუთარ თავზე საკმაოდ პროდუქტიულად იმუშავა და გაზარდა. დიზაინერი პარიზის კოლექციისთვის ემზადება. მისი ხაზი კი ყოველთვის ერთია - ფერთა გამა და რთული კონსტრუქციები. ამბობს, რომ მისთვის მთავარი მოვლენა ამერიკულ „ვოგში" მასზე დაბეჭდილი სტატია იყო. 


„რთულ, არასასურველ პერიოდში დავიწყე მოდის კეთება, რამაც ძალიან გაამართლა. წლების განმავლობაში მარტო ვიყავი. ომის შემდეგი პერიოდი იყო და ადამიანებისთვის თავის წარდგენა რთული აღმოჩნდა. შუქი არ იყო ქვეყანაში, არაფერს ვამბობ მობილურ ტელეფონსა და ინტერნეტზე.

 

საკმაოდ პროდუქტიულად ვიმუშავე, საკუთარი თავი გავზარდე. რაც მთავარია, ბრენდი აქტუალური და მოთხოვნადია. ვმუშაობთ მილანის შოუ-რუმისთვის, რომელიც ითვალისწინებს მომავალი სეზონის კოლექციებს. ახლახან ბაქოს კვირეულიდან ჩამოვედი, რომელიც მე გავხსენი. ვემზადები „ავთანდილ 73"-ის საახალწლო ჩვენებისთვის, რაც სპეციალურად ქართველი მომხმარებლისთვის მზადდება მისაღებ ფასებში. იანვრის შემდეგ პარიზის კოლექციისთვის ვემზადებით და ასე შემდეგ. ხაზი ყოველთვის ერთია, მოიცავს ფერთა გამას და რთულ კონსტრუქციებს.

 

Mercedes Benz"-ის ჩვენებას, სადაც გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარვადგინე, მსოფლიო პრესისგან საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჩემს შესახებ ბევრ საერთაშორისო პრესაში დაბეჭდილა, მაგრამ ჩემთვის მთავარი მოვლენა იყო, როდესაც ამერიკულ „ვოგში" დაიბეჭდა პირველი სტატია - კრიტიკოსებისგან მაღალი შეფასება მიიღო კოლექციამ და სრული ჩვენება გაშუქდა", - აღნიშნა დიზაინერმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი