logo_geo
ლაშა ნაცვლიშვილი: ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის შემოსვლამ ტექტონიკური ძვრა მოახდინა
- +

17 ნოემბერი. 2016. 14:44



მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს და ამბობს, რომ მათ ვერ გაუძლეს ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოტანილ სტანდარტებს და შესაბამისად, მათი ადგილი პოლიტიკაში აღარ დარჩა.

 

„ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის შემოსვლამ მოახდინა ტექტონიკური ძვრა. პრაქტიკულად ეს იყო მიწისძვრის ტოლფასი, თავისი მატერიალური და ადამიანური რესურსით. პოლიტიკური ბიძგები, რომლებიც ამ ფაქტს ახლდა, დღემდე გაგრძელდა. რამდენიმე პერსონაჟი, მაგალითად, გიორგი თარგამაძისა და დავით გამყრელიძის სახით, მან ადგილზევე, 2012 წელს დაამთავრა. ვიღაცებმა ჩათვალეს, თუ კოალიციურ კალთას შევეფარებით, შევძლებთ, რაღაც ტიპის მანიპულაციური პოლიტიკის გაგრძელებასო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ, თუ ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოტანილ სტანდარტებს ვერ გაუძლებ, შენთვის ჟანგბადი აღარ დარჩება ქართულ პოლიტიკაში. ეს არის მთლიანი პოლიტიკური ველის გადაფორმატება. ქართულმა პოლიტიკურმა ველმა, სამწუხაროდ, გამოცდა ვერ ჩააბარა, მათ ორუცნობიანი განტოლება ვერ ამოხსნეს. როცა გამოცდას ვერ აბარებ, მიდიხარ სახლში. ეს ბუნებრივია", - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.



 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი